ოპოზიცია ”იმედის” გაყიდვას აპროტესტებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 26 Feb.'09 / 16:35

ტელე-რადიო კომპანია ”იმედის” გაყიდვის გარიგების უკან ხელისუფლება დგას, აცხადებენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები.

”იმედის” 90% წილი ჯოზეფ ქეიმ, რომელთანაც ”იმედის” დამფუძნებლის, გარდაცვლილი ბიზნესმენის ბადრი პატარკაციშვილის ოჯახს ტელეკომპანიის მფლობელობასთან დაკავშირებით დავა აქვს, 25 თებერვალს არაბულ კომპანია Rakeen Georgia-ს გაურკვეველ ფასად მიჰყიდა; კომპანიის წილის 10%-ის მფლობელი კი კვლავ ქეი დარჩა. პატარკაციშვილის ოჯახმა გააპროტესტა გარიგება და განაცხადა, რომ ”იმედის” დასაბრუნებლად ბრძოლად განაგრძობს, მათ შორის სასამართლო გზით.

”ჯოზეფ ქეიმ გუშინ ხელისუფლებას პრაქტიკულად, მე ხაზს ვუსვამ, ვანო მერაბიშვილს და სააკაშვილს გადასცა ტელე-რადიო კომპანია ”იმედი”,- განაცხადა ახალი მემარჯვენეების ლიდერმა დავით გამყრელიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისი თქმით, არაბული კომპანია რეალური მფლობელის დასაფარად იქნა გამოყენებული. ”საუბარი იმაზე, რომ ეს არის არაბული კომპანია და კეთილსინდისიერი მყიდველი, ალბათ ზედმეტია,”- განაცხადა მან და დასძინა, რომ არალოგიკურია, როცა ინვესტორი ყიდულობს ტელევიზიას, რომელიც არამომგებიანი ბიზნესია საქართველოში.

კონსერვატიული პარტია არაბული კომპანიის გარიგებაში მონაწილეობას სისხლის სამართლის დანაშაულის კვალიფიკაციას აძლევს.

”კონსერვატიული პარტია ამ ე.წ. ”გასხვისებას“ აფასებს, როგორც სააკაშვილის რეჟიმის კიდევ ერთ ”ცინიკურ“ მანიპულაციას და კერძო საკუთრების რეკეტს,”- აცხადებს კახა კუკავა.  

მისი თქმით, áƒ™áƒáƒœáƒ¡áƒ”რვატიული პარტია შეისწავლის áƒ¡áƒáƒ¥áƒáƒ áƒ—ველოში Rakeen Georgia-ის ინვესტიციების კანონიერებას და ამ ბიზნესის კავშირს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურებთან.

Rakeen Georgia ფლობს მთაწმინდის პარკს, ასევე ფოთის პორტს, სადაც თავისუფალ ინდუსტრიულ ზონას ავითარებს.

წელს კი RAK Georgia Holding-ის შვილობილმა კომპანიამ სახალხო ბანკის აქციების საკონტროლო პაკეტი შეიძინა. ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის ლიდერმა áƒ–ურაბ ნოღაიდელმა განაცხადა, რომ კომპანიის უკან შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის ახლობლები დგანან და არა RAK Georgia Holding-ი. თუმცა, ეს ბრალდება თავად ჰოლდინგმა უარყო.


 

 

Civil.Ge © 2001-2024