ალასანია ბრიუსელში სოლანას შეხვდა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 5 Mar.'09 / 19:25

ირაკლი ალასანია, გაეროში საქართველოს ყოფილი ელჩი და ახლადდაარსებული ალიანსი საქართველოსთვის ლიდერი 5 მარტს ბრიუსელში საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს კომისარს ხავიერ სოლანას შეხვდა.

ალასანიამ მიაწოდა ინფორმაცია და განუმარტა სოლანას მისი ალიანსის ”ხედვა და მიდგომები”. მან ასევე ”გამოხატა მადლიერება” ევროკავშირის როლის გამო, რომელიც მის 246-წევრიან სადამკვირვებლო მისიას აკისრია ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგის საქმეში, განუცხადეს Civil.Ge-ის საგარეო პოლიტიკის საკითხებში უმაღლეს კომისრის პრესსამსახურში.

Civil.Ge © 2001-2024