ალიანსი საქართველოსთვის სააკაშვილის გადადგომის თაობაზე ”სახალხო პლებისციტს” იწყებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 6 Mar.'09 / 15:36

ალიანსი საქართველოსთვის, რომელიც ირაკლი ალასანიას ლიდერობით  რესპუბლიკელებსა და ახალ მემარჯვენეებს აერთიანებს, áƒ¡áƒáƒáƒ™áƒáƒ¨áƒ•áƒ˜áƒšáƒ˜áƒ¡ გადადგომის მოთხოვნის გასამყარებლად ხალხის გამოკითხვას იწყებს და პარალელურად აგრძელებს კონსულტაციებს ოპოზიციურ ძალებთან áƒáƒ› მიზნის მისაღწევად სამოქმედო გეგმის áƒ—აობაზე. 

დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საუბრისას ირაკლი ალასანიამ აღნიშნა, რომ იზიარებს ”ჯანსაღი” პოლიტიკური ძალების კონსოლიდაციის თაობაზე საზოგადოებრივ დაკვეთას. მისი თქმით, ოპოზიციური პარტიები ერთიანი არიან ხელისუფლების კონსტიტუციური შეცვლის მიზნის ირგვლივ.

”რა თქმა უნდა, გარკვეული სხვადასხვა მოსაზრებები არსებობს ამ მიზნის მიღწევის გზებზე, მაგრამ ეს იქნება დაძლეული იმ კონსულტაციების შედეგად, რომელიც უახლოეს დღეებში იქნება გამართული,”- განაცხადა მან.

ამ კონტექსტში ალასანიამ არ გამორიცხა 9 აპრილის აქციაში მონაწილეობა.

”ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ შევთანხმდებით ოპოზიციური ძალები იმ სამოქმედო გეგმაზე, რამაც წარმატებით უნდა მიიყვანოს ლოგიკურ დასასრულამდე ყველა საპროტესტო მშვიდობიანი აქცია,” - განაცხადა áƒ›áƒáƒœ. 

მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა იგნორირებით უპასუხა áƒáƒšáƒ˜áƒáƒœáƒ¡áƒ˜áƒ¡ ულტიმატუმს 5 მარტამდე რეფერენდუმის დანიშვნის თაობაზე, ალიანსი თბილისსა და რეგიონებში იწყებს ”ფართომასშტაბიან” კამპანიას, რომლის მიზანია áƒ¡áƒáƒáƒ™áƒáƒ¨áƒ•áƒ˜áƒšáƒ˜áƒ¡ ხელისუფლების მშვიდობიანი გზით შეცვლის ირგვლივ მოქალაქეების მხარდაჭერის დემონსტრირება, რასაც ალასანიას თქმით, ”ექნება მორალური მავალდებულებელი მხარე”.

რეფერენდუმის წინადადების უარყოფის თაობაზე მან განაცხადა:  ”სამწუხაროდ როგორც მოსალოდნელი იყო, მიხეილ სააკაშვილს არ აღმოაჩნდა არც რეალობის აღქმის ადეკვატური შეგრძნება და არც პოლიტიკური პასუხისმგებლობა, დაეყენებინა ეროვნული ინტერესები პიროვნულზე მაღლა და მიეღო ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც ხელს შეუწყობდა სახელმწიფოში და საზოგადოებაში შექმნილი დაძაბულობის განმუხტვას”.

სააკაშვილმა რეფერენდუმის დანიშვნის შანსი დაკარგა და ”რეფერენდუმზე საუბარი უნდა შეწყდეს”, განაცხადა ახალი მემარჯვენეების ლიდერმა დავით გამყრელიძემ.

ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების თაობაზე რეფერენდუმის ულტიმატუმი ალიანსმა სააკაშვილს 23 თებერვალს წაუყენა. მათი ეს მოთხოვნა არ გაიზიარა არასაპარლამენტო ოპოზიციური სპექტრის უმეტესობამ, 9 აპრილს საპროტესტო აქციების დაწყებისკენ მოუწოდა და წამოიწყო სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვების კამპანია - მსგავსი იმისა, რასაც ალიანსის ”სახალხო პლებისციტი” გულისხმობს.

 

Civil.Ge © 2001-2024