სააკაშვილი ძლიერი არმიის საჭიროებაზე საუბრობს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 16 Mar.'09 / 10:44

პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა 15 მარტს, რომ ოკუპირებული ტერიტორიების მქონე ქვეყანას სხვა ალტერნატივა არ áƒáƒ¥áƒ•áƒ¡ გარდა იმისა, რომ ჰყავდეს ძლიერი არმია.

”ჩვენ უნდა განვაგრძოთ ჩვენი მზადყოფნის სრულყოფა; ჩვენ შევიძინეთ და კიდევ შევიძნეთ ახალ ტექნიკას, გავაუმჯობესებთ სწვალებას და საყოფაცხოვრებო პირობებს [სამხედროებისთვის],” - განაცხადა მან ქართველ არტილერისტებთან შეხვედრაზე.

”საქართველომ ყოველთვის უნდა იზრუნოს მის თავდაცვისუნარიანობაზე და მისი არმიის სიძლიერეზე - ამას ალტერნატივა არ გააჩნია იმ გარემოში, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით და იმ ვითარებაში, როდესაც საქართველოს ორი რეგიონი კვლავ ოკუპირებული რჩება,”- áƒ’ანაცხადა მან.

პრეზიდენტმა 67 ქართველი არტილერისტი მედლებით დააჯილოდოვა აგვისტოს ომის დროს გაწეული სამსახურის გამო. მისი თქმით, ომის დროს ქართული არტილერიის ქმედებებში არც ერთი წარუმატებლობა არ ყოფილა.

”თქვენ რომ არა და რომ არა ის რამდენიმე დღე, რომელიც თქვენ მოიგეთ, საქართველოს დედაქალაქი და მთელი ქვეყანა დაუცველი დარჩებოდა,” - განაცხადა სააკაშვილმა. მისი თქმით, ის ფაქტი, რომ რუსეთმა მთლიანად გადახედა თავის სამხედრო დოქტრინას, სწორედ საქართველოს არტილერიის კარგი áƒ›áƒ£áƒ¨áƒáƒáƒ‘ის და აგრესორებს შორის დიდი მსხვერპლის შედეგია.

საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის მეთაურმა დევი ჭანკოტაძემ განუცხადა ჟურნალისტებს, რომ საქართველოს ახლა მეტი საარტილერიო ძალები ჰყავს, ვიდრე აგვისტოს კონფლიქტის დაწყებისას. ჭანკოტაძე, რომელიც მანამდე საქართველოს სახმელეთი ძალების საარტილერიო ბრიგადის სარდალი იყო, მარტის დასაწყისში გახდა გაერთიანებული შტაბის მეთაური.

 

Civil.Ge © 2001-2024