”იმედის” საინფორმაციო სამსახურს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 18 Mar.'09 / 11:33

ტელეკომპანია ”იმედის” საინფორმაციო სამსახურის უფროსად თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ჟურნალისტი ნანა ინწკირველი დაინიშნა.

ეს საკადრო გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც ჟურნალისტმა მანანა მანჯგალაძემ ”იმედის” საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელობაზე უარი თქვა.

ცოტა ხნის წინ ტელერადიო კომპანია ”იმედის” საკონტროლო პაკეტის მფლობელი არაბული კომპანია ”Rakeen Georgia” გახდა, ხოლო 10% áƒ¯áƒáƒ–ეფ ქეიმ შეინარჩუნა, რომელთანაც ტელეკომპანიის დამფუძნებლის, გარდაცვლილი ბიზნესმენის ბადრი პატარკაციშვილის ოჯახს ”იმედის” კუთვნილებაზე დავა აქვს. ოპოზიციურმა ძალებმა განაცხადეს, რომ კომპანიაში ახალი მფლობელის შემოყვანაზე გარიგების უკან ხელისუფლების ინტერესების დგას.

Civil.Ge © 2001-2024