ორი პარტია საპარლამენტო სისტემაზე გადასვლაზე მსჯელობისკენ მოუწოდებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 20 Mar.'09 / 18:49

ორმა პოლიტიკოსმა - áƒ¥áƒ áƒ˜áƒ¡áƒ¢áƒ˜áƒáƒœ-დემოკრატების და საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა გიორგი თარგამაძემ და ტრადიციონალისტების ლიდერმა აკაკი ასათიანმა 20 მარტს ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს და საპარლამენტო სისტემაზე გადასვლის საკითხის ყოვლისმომცველი განხილვებისკენ მოუწოდეს. 

”პრეზიდენტი სააკაშვილი უნდა შეეგუოს იმ აზრს, რომ ის და მისი გუნდი ვეღარ შეძლებენ ქვეყნის მართვას áƒ˜áƒ› ფორმით, áƒ áƒáƒ’ორც ისინი ბოლო წლების მანძილზე აკეთებდნენ; ამიტომ, ჩვენ ყველამ უნდა ვიფიქროთ არსებული სისტემის შეცვლა,” - განაცხადა თარგამაძემ, ”ჩვენ, როგორც საპარლამენტო პოლიტიკური ძალა, მზად ვართ ვეძებოთ ამ საკითხის განხილვის გზები, მათ შორის ხელისუფლებასთან”.

”მიგვაჩნია, რომ საზოგადოების ფართო ჯგუფები უნდა ჩაერთონ კომპრომისის ძებნაში და ამ თვალსაზრისით, ეროვნული ყრილობის ფორმატი, ვფიქრობ, არის სრულიად მისაღები და აუცილებელი საქართველოში პოლიტიკური პროცესების პოლიტიკური გზით წარსამართავად,” - დასძინა მან.

”ჩვენ მიგვაჩნია, რომ სისტემური ცვლილება, კონსტიტუციური ცვლილება არის შანსი და ეს არ უნდა გასცდეს 2009 წლის გაზაფხულს - საუბარი არ არის 2013 წელზე [როდესაც პრეზიდენტ სააკაშვილის მეორე საპრეზიდენტო ვადა იწურება],” - განაცხადა აკაკი ასათიანმა, ”და [ვადამდელი] არჩევნები უნდა ჩატარდეს ამ ახალი სისტემით”.

ასათიანმა ასევე განაცხადა, რომ იგი ავსტრიის მოდელს უჭერს მხარს, სადაც ფედერალურ პრეზიდენტს და საკანონმდებლო ორგანოს პირდაპირ ირჩევენ და ეს წარმოადგენს გარკვეული ტიპის კომბინაციას საპრეზიდენტო და საპარლამენტო სისტემებისა, სადაც მთავრობას მეტი უფლებამოსილება  აქვს, ვიდრე პრეზიდენტს.

ეს განცხადება წინ უსწრებს ოპოზიციის ერთი ჯგუფის მიერ 9 აპრილს დაგეგმილი საპროტესტო აქციების დაწყებას პრეზიდენტ სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით. მაშინ როდესაც აკაკი ასათიანის პარტიამ განაცხადა, რომ აპირებს საპროტესტო აქციაში მონაწილეობას, გიორგი თარგამაძის ქრისტიანულ-დემოკრატიულმა პარტიამ თავი შეიკავა ქუჩის საპროტესტო აქციებში მონაწილეობისგან.

დეპუტატმა მმართველი პარტიიდან გიორგი გაბაშვილმა განაცხადა, რომ თავად წინადადება პოლიტიკური განხილვების და დიალოგის დაწყებასთან დაკავშირებით პოზიტიურია.  

”საქართველო დღეს უამრავი მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე დგას და პოლიტიკოსები უნდა გაუმკლავდნენ ამ მიდგომებს დიალოგის და კომპრომისის გზით,” - განაცხადა მან. ”ყველა დანარჩენი - რადიკალური კონფრონტაცია, ექსტრემიზმი - მიუღებელია. ჩვენ მზად ვართ ველაპარაკოთ ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას - და დღეს ჩვენ ვიხილეთ როგორც საპარლამენტო, ისე არასაპარლამენტო პარტია, რომელიც წინადადებით გამოდის”.

 

Civil.Ge © 2001-2024