ალიანსი საქართველოსთვის ”პლებისციტის” შუალედურ შედეგებს აქვეყნებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 1 Apr.'09 / 10:52

ალიანსი საქართველოს მიერ 23 მარტიდან გამოკითხული 402 803 მოქალაქიდან ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას დადებითი პასუხი გასცა 86.52%-მა - 348 509-მა áƒ›áƒáƒ¥áƒáƒšáƒáƒ¥áƒ”მ; ხოლო უარყოფითი 13.48 % - 54 394 -მა გამოკითხულმა.

ეს არის არაფორმალური საერთო სახალხო ”პლებისციტის” შუალედური შედეგები, რომელიც ალიანსმა 31 მარტს გამოაქვეყნა. ირაკლი ალასანიას გუნდი, ახალი მემარჯვენეები და რესპუბლიკელები გამოკითხვას მთელი საქართველოს მასშტაბით განაგრძობენ, მათ შორის ”კარდაკარ” სიარულის გზით. 

ალიანსის ცნობით, გასული ერთი კვირის განმავლობაში საქართველოს ამომრჩეველთა დაახლოებით 35%-ს მიეცა საშუალება გაეცა დადებითი ან უარყოფითი პასუხი კითხვაზე  - "თანახმა ხართ თუ არა საქართველოში უახლოეს პერიოდში ჩატარდეს ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები". ალიანსის მონაცემებით, ამ დროისთვის თბილისში გამოკითხულია 175 999, ხოლო რეგიონებში  - 226 804 ამომრჩეველი.

”როგორც პლებისციტის დღეისთვის არსებული შედეგების მიხედვით áƒáƒ¨áƒ™áƒáƒ áƒáƒ“  ჩანს,  áƒ¡áƒáƒáƒ áƒ©áƒ”ვნო უფლების მქონე მოქალაქეების  უდიდეს ნაწილს მიაჩნია, რომ საქართველოში უახლოეს პერიოდში უნდა ჩატარდეს ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები და ამ გზით ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავლის მოძებნა, პრაქტიკულად, ქვეყნის მოსახლეობის პოლიტიკური ნებაა,”- ნათქვამია ალიანსის პრესრელიზში. 

ალიანსი საქართველოსთვის  პრეზიდენტ სააკაშვილის გადადგომის და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით 9 აპრილიდან დაგეგმილი აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორია.

Civil.Ge © 2001-2024