”რუსთავი 2”-ის წამყვანის თქმით, არხის ყველა მფლობელის ვინაობის ცოდნა არაა საჭირო
სივილ ჯორჯია, თბილისი / 4 Apr.'09 / 12:25

”რუსთავი 2”-ის თოქ-შოუს ”პოზიცია” წამყვანმა ნინო შუბლაძემ თავის გადაცემაში 3 აპრილს განაცხადა, რომ არ ფიქრობს, რომ საჭიროა ტელეკომპანიის ყველა მფლობელის ვინაობის ცოდნა.

”რუსთავი 2”-ის მფლობელთა საკითხი, რაც დღემდე უცნობი რჩება, ვარაუდების საგანია. მაშინ როცა ორი მეწილე ცნობილია, არ არსებობს ინფორმაცია მესამე მფლობელზე, გეომედია ჯგუფზე, რომელიც მარშალის კუნძულებზეა დარეგისტრირებული და მისი წილი ”რუსთავი 2”-ში ნოემბერში 55%-დან 40%-მდე შემცირდა.

ტელეკომპანიის მესაკუთრეთა საკითხი გუშინდელი გადაცემის მსვლელობის დროს წამოიჭრა, როცა გადაცემის სტუმარმა, რესპუბლიკელების ლიდერმა დავით უსუფაშვილმა ჰკითხა წამყვანს თუ იცოდა მან ტელეკომპანიის მფლობელთა ვინაობა.

”ირაკლი ჩიქოვანი. ”რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი,”- უპასუხა შუბლაძემ. ჩიქოვანი კომპანიის 30% წილის მესაკუთრე შარშან ნოემბერში გახდა. ”კიდევ ვინ არიან?”- დაჟინებით იკითხა უსუფაშვილმა და წამყავნმა უპასუხა, áƒ áƒáƒ› მისი აზრით არ იყო საჭირო რომ მას ყველა მესაკუთრის ვინაობა ცოდნოდა.

უსუფაშვილმა მფლობელის ვინაობის გარკვევა მაშინ სცადა, როცა მას გადაცემაში დებატები ჰქონდა პარლამენტის ვიცე-სპიკერთან მიხეილ მაჭავარიანთან მმართველ პარტიასთან ოპოზიციის დიალოგის თემაზე.

”რუსთავი 2”-ის áƒ›áƒ˜áƒ”რ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისადმი 2008 წლის ნოემბერში გაგზავნილ  წერილში ნათქვამია, რომ აქციების მესამე მფლობელია  საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი, რომელსაც შარშან ნოემბერში წილების გადანაწილებაში ცვლილებების შედეგად 45%-ის ნაცვლად აქციების 30% დარჩა.

Civil.Ge © 2001-2024