უგულავა მერების პირდაპირი წესით არჩევის საჭიროებაზე საუბრობს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 4 Apr.'09 / 14:01

თბილისის მერმა გიგი უგულავამ განაცხადა, რომ ხელისუფლება შესაძლოა დათანხმდეს მერის პირდაპირ არჩევაზე, როგორც კომპრომისულ წინადადებაზე.

არსებული კანონმდებლობით, თბილისის მერს საკრებულო ირჩევს და არა პირდაპირ ამომრჩევლები. სამი წლის წინ, ადგილობრივი არჩევნების წინ, ოპოზიცია მერის პირდაპირ არჩევას ითხოვდა, თუმცა მაშინ ხელისუფლებამ მათი წინადადება არ დააკმაყოფილა.

”პირადად მე მხარს ვუჭერ პირდაპირი არჩევნების ჩატარებას,” - განაცხადა გიგი უგულავამ 3 აპრილს ”რუსთავი 2”-ის გადაცემაში ”პოზიცია” საუბრისას. áƒ›áƒáƒœ ასევე განაცხადა, რომ შესაძლებელია 2010 წელს დაინიშნოს ვადამდელი ადგილობრივი არჩევნები გაზაფხულზე, ნაცვლად შემოდგომისა.

მან ასევე დასძინა, რომ ხელისუფლებაში ამ საკითხზე ერთიანი შეხედულება არ არსებობს, თუმცა მისი თქმით, იგი ეცდება დაარწმუნოს სხვები მერის პირდაპირი არჩევის საჭიროებაში.

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მმართველი პარტიიდან მიხეილ მაჭავარიანმა განაცხადა, რომ ის არსებულ მოდელს უჭერს მხარს და არა მერის პირდაპირი წესით არჩევას.

ამ განცხადებებს წინ უძღოდა პრესის ვარაუდები იმასთან დაკავშირებით, რომ ხელისუფლება რამდენიმე კომპრომისულ წინადადებას განიხილავს, მათ შორის თბილისის მერად ოპოზიციური კანდიდატის დასახელებას  არსებული პოლიტიკური კრიზისის áƒ’ანსამუხტავად. ამ ვარაუდების საპასუხოდ, რამოდენიმე ოპოზიციურმა პოლიტიკოსმა განაცხადა, რომ ეს წინადადება ვერ დაეხმარება კრიზისის მოგვარებას.      
 

Civil.Ge © 2001-2024