საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე 13-16 აპრილს ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვევა, სადაც შეხვედრას გამართავს აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან ჰილარი კლინტონთან. ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია შეხვედრები გაეროს გენერალურ მდივანთან ბან კი მუნთან და გაეროში საფრანგეთის, თურქეთის, გაერთიანებული სამეფოს, ჩინეთის რესპუბლიკის, ავსტრიის და აშშ-ის მუდმივ წარმომადგენლებთან. ”საუბარი უშუალოდ იქნება გაეროს უშიშროების საბჭოს მომავალ რეზოლუციაზე, სამშვიდობო ოპერაციებზე საქართველოს ტერიტორიაზე, მდგომარეობაზე ოკუპირებულ ტერიტორიებზე და იმ საშიშ, სახიფათო მოქმედებებზე, რასაც რუსეთის ფედერაცია ახორციელებს საქართველოს მიმართ”, - განუცხადა დღეს ჟურნალისტებს გრიგოლ ვაშაძემ. |
|||
Civil.Ge © 2001-2025