რუსთაველის გამზირზე შეკრებილი მომიტინგეთა ნაწილი პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციასთან გადაინაცვლებს და 24 საათის განმავლობაში გამართავს აქციას. ”იმავდროულად, აქ დარჩება რუსთაველის გამზირზე აქციის ძირითადი კერა და ყოველდღიურად ჩვენ შევიკრიბებით 3 საათზე სწორედ აქ რუსთაველის გამზირზე და 4 საათზე გაკეთდება საგანგებო განცხადებები ჩვენი სამოქმედო გეგმის შესახებ, რის შემდეგაც დავიძრებით როგორც ავლაბრის რეზიდენციის მიმართულებით, ასევე თუ საჭირო იქნება სხვა მიმართულებითაც,”- განაცხადა მან აქციის ორგანიზატორი პარტიების სახელით. |
|||
Civil.Ge © 2001-2025