რესპუბლიკელების ლიდერი ბრიუსელში გაემგზავარა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 21 Apr.'09 / 13:15

რესპუბლიკური პარტიის ლიდერი დავით უსუფაშვილი, რომელიც იმავდროულად ალიანსი საქართველოსთვის თანათავმჯდომარეა, áƒ“ღეს ბრიუსელში გაემგზავრა, სადაც ევროპის ლიბერალურ-დემოკრატიული ალიანსის კომიტეტის სხდომაში მიიღებს მონაწილეობას.

რესპუბლიკური პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, სხდომაზე განიხილება ევროკავშირის ”აღმოსავლეთის პარტნიორობის” ფარგლებში საქართველოსა და სომხეთის გაწევრიანების საკითხი. რესპუბლიკური პარტიის ლიდერი ასევე გამართავს შეხვედრებს ევროკავშირის სტრუქტურების წარმომადგენლებთან.

რესპუბლიკური პარტია ევროპის ლიბერალურ-დემოკრატიული ალიანსის სრულუფლებიანი წევრია.

 

 

Civil.Ge © 2001-2024