ოპოზიციამ საზოგადოებრივი მაუწყებლის პიკეტირება მოაწყო
სივილ ჯორჯია, თბილისი / 1 May.'09 / 14:39

ასობით ოპოზიციის აქტივისტი შეიკრიბა დღეს დილით საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან, სადაც შესასვლელების პიკეტირება მოაწყო.

”ეს არის საზოგადოებრივი წნეხი. ყველა ადამიანი, ვინც სიბინძურეს გადასცემს ეთერში, უნდა იტვირთოს საკუთარ თავზე საზოგადოებრივი შეფასება,”- განაცხადა კონსერვატიული პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა კახა კუკავამ.

”ეს მიზნად ისახავს გარკვეული დისკომფორტის შექმნას მათთვის, ვინც აგრძელებს მუშაობას საზოგადოებრივ არხზე, რომელიც იმის ნაცვლად, რომ ყოფილიყო სახელმწიფოებრივ პოზიციაზე, ყოფილიყო ობიექტური, ობიექტურად გაეშუქებინა და დაბალანსებული ინფორმაცია მიეწოდებინა, იქცა áƒ•áƒáƒœáƒ მერაბიშვილის და სააკაშვილის პირად ტელევიზიად,”- განაცხადა ახალია მემარჯვენეების ლიდერმა დავით გამყრელიძემ ალიანსი საქართველოდან.

ის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეზოს შესასვლელთან იდგა ალიანსის აქტივისტებთან ერთად. აქტივისტების მეორე ჯგუფი კი მაუწყებლის მთავარ შესასვლელთან აწყობდა პიკეტირებას, რომლის დროსაც მოწყობილი იყო ე.წ. ”სირცხვილის დერეფანი”, რომელშიც სტვენისა და საპროტესტო  შეძახილების ფონზე გავლა უწევდათ ტელევიზიის თანამშრომლებს.

საქართველოს გზის ლიდერი სალომე ზურაბიშვილი ასევე ესწრებოდა პიკეტირების პროცესს და დროდადრო ტელევიზიის თანამშრომლებს ეკითხებოდა აზრს მათი მუშაობის სტილის შესახებ. ცალკეულ შემთხვევებში ის ეუბნებოდა მათ, თუ რატომ ფიქრობს, რომ მაუწყებლის ხელმძღვანელობა, კერძოდ, კი გენერალური დირექტორი ლევან ყუბანეიშვილი ”კორუმპირებულია”.

ოპოზიციის ახალგაზრდა აქტივისტებმა ასევე დადგეს ე.წ. სირცხვილის დაფა, სადაც გამოაკრეს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ზოგიერთი წევრის და ჟურნალისტის ფოტოები.
 

Civil.Ge © 2001-2024