”მაესტროს” მაუწყებლობა დასავლეთ საქართველოს ხუთ ქალაქში გავრცელდება
სივილ ჯორჯია, თბილისი / 18 May.'09 / 19:49

სტუდია ”მაესტრო” უახლოეს დღეებში დასავლეთ საქართველოს ხუთ ქალაქში - ფოთი, სენაკი, ბათუმი, ქუთაისი, ზესტაფონი -დაიწყებს მაუწყებლობას.

ამის შესახებ დღეს პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქციაზე ლევან გაჩეჩილაძემ განუცხადა მომიტინგეებს.

”მაესტროს” გენერალურმა დირექტორმა მამუკა ღლონტმა Civil.Ge-ს განუცხადა, რომ მაუწყებლობა ადგილობრივი საკაბელო  ტელევიზიების და ინტერნეტ-პროვაიდერების დახმარებით გავრცელდება.

”მაესტრო”, რომელიც ამ დრომდე მხოლოდ თბილისში, თელავისა და რუსთავის ნაწილში მაუწყებლობს,  თბილისში მიმდინარე ოპოზიციურ საპროტესტო აქციებს პირდაპირ ეთერში გადასცემს, თბილისში მაუწყებელი ტელეკომპანია ”კავკასიის” მსგავსად. ”მაესტროზე” ასევე გადის გიორგი გაჩეჩილაძის საავტორო გადაცემა ”საკანი #5”, რომელმაც ოპოზიციური აქციების აგორებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.

Civil.Ge © 2001-2024