”უცნობმა” დასავლეთ საქართველოში საპროტესტო კონცერტების კამპანია დაიწყო
სივილ ჯორჯია, თბილისი / 21 May.'09 / 10:45

გიორგი გაჩეჩილაძემ, მომღერალმა და სტუდია ”მაესტროს” პოპულარული გადაცემის ”საკანი #5”-ის ავტორმა, 20 მარტს თავისი საპროტესტო კონცერტების კამპანია ბათუმში დაიწყო. მისი ეს კამპანია დასრულდება 26 მაისს თბილისში, როცა ის შემოუერთდება ”სახალხო აღლუმს”.

”საპროტესტო კონცერტის” დაწყებამდე ოპოზიციის ლიდერებმა გუბაზ სანიკიძემ, ლევან გაჩეჩილაძემ, თინა ხიდაშელმა და დავით ბერძენიშვილმა, რომლებიც თან ახლდნენ მომღერალს, საპროტესტო აქცია გამართეს.

გიორგი გაჩეჩილაძე ანალოგიური კონცერტის ჩატარებას დღეს ქუთაისშიც გეგმავს. მან პირველად ასეთი კონცერტი თბილისში, 13 მარტს, საპროტესტო აქციების დაწყებამდე ჩაატარა.

იმავდროულად, სტუდია ”მაესტრომ” განაცხადა, რომ პირდაპირი ჩართვის აპარატი, რომელიც თურქეთში იქირავეს კონცერტების ტრანსლირებისთვის, შეაჩერეს სარფის საბაჟოზე იმ მიზნით, რომ ჩაეშალათ ბათუმის კონცერტის პირდაპირ ეთერში გაშვება. ”მაესტრომ” განაცხადა, რომ საბაჟოს წარმომადგენლებმა ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ აპარატს 21 მაისს გადასცემენ.

Civil.Ge © 2001-2024