ამერიკელი ადმირალი საქართველოსთვის დახმარების "წინდახედულ პოლიტიკაზე” საუბრობს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 3 Jun.'09 / 12:53

ამერიკელმა ადმირალმა ჯეიმს áƒ¡áƒ¢áƒáƒ•áƒ áƒ˜áƒ“ისმა, რომელიც ნატოს ძალების და ევროპაში აშშ-ის სარდლობის (EUCOM) მეთაურის პოსტზეა წარდგენილი, განაცხადა, რომ იგი იზიარებს ”ამჟამინდელ წინდახედულ პოლიტიკას”, რომელიც ითვალისწინებს ქართული არმიისთვის დახმარებას წვრთნების, დოქტრინის და პერსონალის მართვის კუთხით.

”ვფიქრობ, საქართველოსთვის მიზანშეწონილია, რომ ჰყავდეს სამხედრო ძალა, რომელსაც აქვს თავდაცვის საშუალება და ასევე შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღოს კოალიციურ ოპერაციებში,” - განაცხადა სტავრიდისმა 2 ივნისს  აშშ-ის სენატის შეიარაღებული áƒ«áƒáƒšáƒ”ბის კომიტეტის áƒ¡áƒ®áƒ“ომაზე საუბრისას.

”მე ვეთანხმები ამჟამინდელ, წინდახედულ პოლიტიკას, რათა უსაფრთხოების სფეროში საქართველოსთან ჩვენი თანამშრომლობის დროს ყურადღება გავამახვილოთ ისეთ ფუნდამენტალურ ინტელექტუალურ საკითხებზე, როგორიცაა წვრთნა, დოქტრინა და პერსონალის მართვა - საქართველოში ცოტა ხნის წინ ”პარტნიორობა მშვიდობისთვის” ფარგლებში გამართული წვრთნები სწორედ ამის  მაგალითია. ასეთი მიდგომა áƒ˜áƒ«áƒšáƒ”ვა áƒ¡áƒáƒ¨áƒ£áƒáƒšáƒ”ბას áƒ›áƒáƒ–ომილი და მიზანმიმართული დახმარების აღმოსაჩენად ქვეყნისთვის, რომელიც ჩვენ áƒ”რაყში დაგვეხმარა და რომელმაც გამოთქვა სურვილი დაგვეხმაროს ავღანეთში,” - განაცხადა მან.

კითხვაზე თუ როგორ უნდა მოხდეს საქართველოსთვის ამგვარი დახმარება ისე, რომ ამან არ áƒ’ამოიწვიოს áƒ áƒ£áƒ¡áƒ”თის პროვოცირება, ადმირალმა სტავრიდისმა უპასუხა, რომ ამ კუთხით მნიშვნელოვანია დახმარების პროცესის გამჭვირვალობა.  

”საქართველოსთვის ჩვენ დახმარების პროცესში წინდახედული გამჭირვალობა დაეხმარება რუსეთს დაინახოს, რომ საბოლოო ჯამში ჩვენ ვეხმარებით რეგიონალური სტაბილურობის ხელშეწყობას და საშუალებას ვაძლევთ საქართველოს თავისი როლი შეასრულოს იმ მრავალი ტრანსნაციონალური საფრთხის წინააღმდეგ ბრძოლაში, რომელიც რუსეთსაც აწუხებს და ამერიკასაც. ნატო-რუსეთის საბჭო, მაგალითად, კარგი მექანიზმია ამგვარი გამჭირვალობის უზრუნველსაყოფად,” - განაცხადა მან.

საქართველოს ნატოში ინტეგრაციის შესახებ საუბრისას, ადმირალმა სტავრიდისმა გაიმეორა ნატოს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომ საქართველო მომავალში გახდება ნატოს წევრი.

”ჩრდილოეთ ატლანტიკურ საბჭოში მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილებების საფუძველზე, ნატოს სამხედრო ძალებს áƒ“ამხმარე როლი ენიჭება áƒ¡áƒáƒ¥áƒáƒ áƒ—ველოს თავდაცვის სფეროში რეფორმების áƒ’ანხორციელებაში და მისი [შეიარაღებული ძალების ნატო-სთან] თავსებადობის ამაღლებაში,” - განაცხადა მან, ”EUCOM, აშშ-ს ხელისუფლების პოლიტიკის შესაბამისად, ნატოს მოკავშირეებთან ერთად იმუშავებს, რათა ამ რეფორმის სამხედრო და უსაფრთხოების კომპონენტებში დახმარება აღმოუჩინოს. ეს არის მნიშვნელოვანი ნაწილი საქართველოს ნატოსთან პარტნიორობის გასავითარებლად”.

საქართველოს თავდაცვის მინისტრი დავით სიხარულიძე ამჟამად აშშ-ს სტუმრობს. როგორც The Associated Press-ი იტყობინება, იგი ხუთშაბათს აშშ-ს თავდაცვის მდივანს რობერტ გეითსს შეხვდება.

Civil.Ge © 2001-2024