ქრისტიან-დემოკრატები ”მაესტროსთვის” ლიცენზიის გაცემისკენ მოუწოდებენ
სივილ ჯორჯია, თბილისი / 3 Jun.'09 / 14:44

ქრისტიან-დემოკრატიულმა მოძრაობამ მოუწოდა კომუნიკაციების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას უარი არ უთხრას სტუდია ”მაესტროს” სატელიტური მაუწყებლობის ლიცენზიის გაცემაზე.

კომისია ამ საკითხის განხილვას 5 ივნისს დაგეგმილ სხდომაზე აპირებს.

ქრისტიან-დემოკრატიულმა მოძრაობამ, რომელსაც წარმომადგენელი ჰყავს მარეგულირებელ კომისიაში, აღნიშნა 3 ივნისს გამოქვეყნებულ განცხადებაში:  ”ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობა მოუწოდებს კომისიას არ მოექცეს რაიმე სახის პოლიტიკური გავლენის ქვეშ და მიიღოს სამართლიანი და ობიექტური გადაწყვეტილება, მითუმეტეს რომ ყველა საჭირო დოკუმენტაცია სტუდიას წესრიგში აქვს”.

ქრისტიან-დემოკრატიულმა მოძრაობამ ასევე განაცხადა, რომ მათი ”პრევენციული განცხადების” საფუძველი გახდა ის გარემოება, რომ 22 მაისის კომისიის სხდომაზე “მაესტროს” შვიდი არალიცენზირებული ფილმის ეთერში გაშვების პრეტენზია წაუყენეს, რაც ”შეიძლება გახდეს ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის მიზეზი”.

22 მაისს კომისიაში გამართულ სხდომაზე, რომელსაც ”მაესტროს” დამფუძნებელი მამუკა ღლონტიც ესწრებოდა, კომისიამ წარმოადგინა ”რუსთავი 2”-ის წერილი, სადაც ტელეკომპანია აცხადებდა, რომ ”მაესტრომ” შვიდი არალიცენზირებული ფილმი გაუშვა, რომლებიც ”რუსთავი 2”-ის მიერ იყო ნაყიდი.

ღლონტმა, რომელმაც არ უარყო ამ ფილმების გაშვების ფაქტი, განუცხადა კომისიას, რომ ეს ფაქტი არ უნდა გახდეს ”მაესტროსთვის” ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის მიზეზი და ამის საფუძვლად დაასახელა კომისიის მიერ თვალის დახუჭვა სხვა  ტელევიზიების მიერ სამაუწყებლო პროცედურების დარღვევებზე. კერძოდ, მან ტელეკომპანია ”ალანიას” მაგალითი მოიყვანა, რომელიც áƒ—ვეების მანძილზე áƒšáƒ˜áƒªáƒ”ნზიის გარეშე მაუწყებლობდა.

 

Civil.Ge © 2001-2024