ალასანია: ”გაჩეჩილაძეს ქონდა ჩემი მანდატი პრეზიდენთან შეხვედრისას”
სივილ ჯორჯია, თბილისი / 10 Jun.'09 / 15:47

ირაკლი ალასანიამ, ალიანსი საქართველოსთვის ლიდერმა, დადებითად შეაფასა პრეზიდენტ სააკაშვილთან ლევან გაჩეჩილაძის შეხვედრის ფაქტი და მას მოლაპარაკებებისადმი ნდობის აღდგენის კუთხით გადადგმული ნაბიჯი უწოდა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან ფილიპ გორდონთან შეხვედრის წინ ალასანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ლევან გაჩეჩილაძეს ქონდა პირადად მისი მანდატი, როცა ის სააკაშვილთან შეხვედრაზე მიდიოდა.

”ჩვენ გავაგრძელებთ ძალიან ახლო, მჭიდრო თანამშრომლობას მასთან [გაჩეჩილაძესთან],”- დასძინა ალასანიამ.

Civil.Ge © 2001-2024