ფილიპ გორდონი საქართველოში დემოკრატიის მნიშვნელობაზე საუბრობს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 10 Jun.'09 / 21:05

საქართველოში ვიზიტით მყოფმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ფილიპ გორდონმა განაცხადა, რომ დემოკრატიულობა დაეხმარება áƒ¡áƒáƒ¥áƒáƒ áƒ—ველოს áƒ¬áƒáƒ áƒ›áƒáƒ¢áƒ”ბა მიაღწიოს ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში áƒ˜áƒœáƒ¢áƒ”გრაციის პროცესში.

”კიდევ ერთი გზავნილი, რომელიც მინდოდა საქართველოში ჩამომეტანა, გარდა ჩვენი ინტერესისა და მხარდაჭერისა საქართველოს მიმართ, არის ჩვენი ინტერესი, რომ დავინახოთ დემოკრატიული საქართველო. ეს იქნება კარგი საქართველოსთვის და ეს იქნება კარგი საქართველოს მისწრაფებისთვის შეუერთდეს ევრო-ატლანტიკურ ინსტიტუტებს,” - განაცხადა მან 10 ივნისს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან გრიგოლ ვაშაძესთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე საუბრისას.

”ჩვენ ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ იყო პოლიტიკური პროტესტი დაძაბულ პოლიტიკურ გარემოში; ჩვენ ასევე ვაფასებთ იმ ფორმას, რომლითაც მთავრობამ გამოხატა თავშეკავება ამ პროტესტთან გამკლავების კუთხით და მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას áƒ›áƒ˜áƒ¡áƒ“იოს დემოკრატიას, თავისუფალ მედიას, თავისუფალ პრესას, სიტყვის თავისუფლებას, ანტი-კორუფციულ გზას - ეს ის პრინციპებია, რომელსაც აშშ ყოველთვის ემხრობა და რაც უფრო მეტად აყვავდება საქართველოში დემოკრატია, უფრო მეტი იქნება იმის ალბათობა, რომ ის იქნება დასავლეთის პარტნიორი, რომელსაც ჩვენ დავაფასებთ და რომელთანაც გვენდომება ახლო მუშაობა,” - დასძინა გორდონმა.

მან ეს განცხადება პრესკონფერენციაზე მას შემდეგ გააკეთა, რაც სთხოვეს საქართველოში არსებულ შიდა პოლიტიკურ ვითარებაზე გაეკეთებინა კომენტარი.  კითხვის დასმის დროს ქართველმა ჟურნალისტმა áƒ’ამოიყენა ტერმინი ”პოლიტიკური კრიზისი”. როდესაც ამერიკელმა დიპლომატმა დაასრულა თავისი კომენტარი, საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემაც გასცა პასუხი áƒ“ა უშუალოდ ამ ჟურნალისტს მიმართა: ”არ გირჩევთ ამ ტერმინის ”პოლიტიკური კრიზისი” ასე ხშირად გამოყენებას, რადგანაც თქვენ არ გინახავთ რა არის პოლიტიკური კრიზისი თქვენი [ახალგაზრდა] ასაკის გამო. რაც ახლა ხდება საქართველოში არ არის პოლიტიკური კრიზისი, ეს არის პოლიტიკური პროცესი”.

Civil.Ge © 2001-2024