პარლამენტი ბიუჯეტში ცვლილებების განხილვას იწყებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 12 Jun.'09 / 13:14

დღეს პარლამენტმა განიხილა 2009 წლის ბიუჯეტში ცვლილებებზე მჯელობის áƒ’რაფიკი, რომლის მიხედვითაც 312 მლნ ლარით საბიუჯეტოს ხარჯების ზრდაზე საბოლოო გადაწყვეტილება 4 ივლისის შემდეგ უნდა იქნას მიღებული.

მანამდე საბიუჯეტო განხილვები საკომიტეტო ფორმატში წარიმართება.

მთავრობამ ბიუჯეტის ზრდის პროექტი, მიუხედავად იმისა, რომ აღიარა, რომ ბოლო თვეებში საგადასახადო შემოსავლების დაგეგმილზე ნაკლები იქნა მობილიზებული, არასაგადასახადო შემოსავლების ზრდის ხარჯზე შეიმუშავა. კერძოდ, მთავრობის ცნობით, ორმაგდება და ბიუჯეტს 50 მლნ-ით ზრდის მსოფლიო ბანკისა და აზიის განვითარების ბანკის გრანტები; პროექტში ასევე ჩადებულია 260 მლნ ლარის ოდენობით სახაზინო ვალდებულებები.

Civil.Ge © 2001-2024