ალასანია პარტიის შექმნას ივლისში აპირებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 15 Jun.'09 / 10:40

ალიანსი საქართველოსთვის ლიდერმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ თავის პარტიას - ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატები - ივლისის დასაწყისში დააფუძნებს.

14 ივნისს საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში ”პოლიტიკური კვირა” საუბრისას ალასანიამ განაცხადა, რომ მისი პარტია განაგრძობს თანამშრომლობას თავის პოლიტიკურ პარტნიორებთან ალიანსი საქართველოსთვის ფარგლებში - ახალ მემარჯვენეებთან და რესპუბლიკელებთან.

ალასანიამ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ იგი სამ-მიმართულებიან ტაქტიკას განახორციელებს, რომელიც ითვალისწინებს უფრო შედეგებზე ორიენტირებულ კონკრეტულ საპროტესტო აქციებს და არა პერმანენტული საპროტესტო აქციების ჩატარებას; უფრო მეტი საგნობრივი და შინაარსიან დიალოგს ხელისუფლებასთან იმ ექვსი პუნქტის გათვალისწინებით, რომელიც ოპოზიციამ შესთავაზა და საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიურ ჩართვას.

”ჩვენი საქმიანობა პოლიტიკურ პროცესში გადავა,” - განაცხადა მან.

მის პარტიაში ლევან გაჩეჩილაძის შესაძლო შესვლის შესახებ ვარაუდებზე საუბრისას, ალასანიამ განაცხადა: ”ეს ივლისის დასაწყისი გაირკვევა, როდესაც პარტია თავის დამფუძნებელ ყრილობას გამართავს”.

Civil.Ge © 2001-2024