ბაქრაძე: პარლამენტი გააგრძელებს მუშაობას
სივილ ჯორჯია, თბილისი / 15 Jun.'09 / 11:53

პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ პარლამენტი ”გარკვეული პირობების დაცვით” გააგრძელებს მუშაობას და იმედი გამოთქვა, რომ ”მომავალი სხდომები წარიმართება ხელის შეშლის გარეშე”. 

”სახელმწიფო ინსტიტუტების ბლოკირება არის დაუშვებელი,”- განაცხადა მან 15 ივნისს ბიუროს სხდომაზე საუბრისას, ”გარკვეული პირობების დაცვით, მაგრამ ბუნებრივია, პარლამენტი გააგრძელებს მუშაობას, რა თქმა უნდა და არცერთ პოლიტიკურ ძალას არ უნდა ჰქონდეს იმის პრეტენზია, რომ ის ხელს შეუშლის და გააუქმებს ამ ქვეყანაში არჩეული პარლამენტის მუშაობას”.

მან ეს განცხადება გააკეთა 12 ივნისს პარლამენტის შენობასთან მომხდარი დაპირისპირების ინციდენტზე საუბრისას, áƒ áƒáƒ›áƒ”ლსაც ადგილი ჰქონდა 9 აპრილს საპროტესტო აქციების დაწყებიდან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი შეკრების áƒ¨áƒ”მდეგ.

ბაქრაძემ, რომლის მანქანაც ასევე აღმოჩნდა მოპიკეტეების, მისი თქმით,  ”ზღვარგადასული” აგრესიის ადრესატი 12 ივნისს, მადლობა გადაუხადა დეპუტატებს ”ღირსეული თავშეკავებისთვის”. იგი ასევე მიესალმა დიპლომატიური კორპუსის ”მკაფიო, ჩქარ და ნათელ რეაგირებას” ინციდენტზე, რაც ”ძალიან იშვიათი შემთხვევაა ქვეყანაში მიმდინარე შიდა პროცესებთან დაკავშირებით”. 

14 ივნისს აშშ-ის საელჩომ გაავრცელა განცხადება, სადაც ამერიკის მთავრობა გმობს ”პარლამენტის წევრებსა და მათ შორის, პარლამენტის თავმჯდომარეზე 12 ივნისს განხორციელებულ თავდასხმას”, ხოლო საფრანგეთის ელჩმა საქართველოში ერიკ ფურნიემ წინა დღეს მომხდარი დემოკრატიის შეურაცხყოფად შეაფასა.

”ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმას თუ რამდენად აღშფოთებული იყო არა მხოლოდ ქართული საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი, არამედ საერთაშორისო თანამეგობრობაც იმ ფორმით რა ფორმითაც პროტესტორების ნაწილი შეეცადა გამოეხატა თავისი უკმაყოფილება,”- განაცხადა მან,  ”წერილობითი განცხადება მათი მხრიდან, რომ ის ფორმა რასაც ადგილი ჰქონდა პარასკევს, აღარ არის აზრის გამოხატულება და წარმოადგენს კრიმინალს, უნდა იყოს ძალიან სერიოზული სიგნალი როგორც ზოგადად ქართული საზოგადოებისთვის, ასევე ყველა იმ ოპოზიციური პარტიის ლიდერისთვის, რომელიც მიიჩნევს რომ მათ შეუძლიათ ასეთი ქმედებებით რაიმე პოზიტიური მოუტანონ ქვეყანას”.

ბიუროს სხდომაზე საუბრისას მან კიდევ ერთხელ გამოხატა ხელისუფლების მზადყოფნა ”პატივისცემაზე” დაფუძნებულ დიალოგზე ოპოზიციასთან. 

”რაც არ უნდა დიდი იყოს ჩვენ შორის პოლიტიკური განსხვავებები, დრო არის საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ გადავიდეთ ქვების სროლიდან დიალოგზე და პოლიტიკოსებმა არ შევუქმნათ საზოგადოებას დისკომფორტი საკუთარი არსებობით და პოლიტიკური ამოცანებით,”- აღნიშნა მან.

Civil.Ge © 2001-2024