ტელეკომპანიები ”მაესტრო” და ”კავკასია” პროტესტის ნიშნად წყვეტენ მაუწყებლობას
სივილ ჯორჯია, თბილისი / 15 Jun.'09 / 15:32

ტელეკომპანიებმა ”მაესტრომ” და ”კავკასიამ” პროტესტის ნიშნად შეწყვიტეს მაუწყებლობა თბილისის მთავარ სამმართველოსთან მათ ჟურნალისტებზე განხორციელებული ძალადობის გამო.

ოპოზიციის ახალგაზრდული მოძრაობის დაახლოებით 50-მდე წარმომადგენელი პოლიციის სამმართველოს შენობასთან, ისე რომ ისინი არც სამმართველოს ღობესთან ახლოს არ იდგნენ და არც გზა ჰქონდათ გადაკეტილი, მართავდნენ საპროტესტო აქციას. ამ დროს სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული და ნიღბიანი სამართალდამცავები გამოჩნდნენ და დაიწყეს მოპიკეტეების დარბევა ხელკეტებით, ასევე ხის კეტებით, აცხადებენ თვითმხილველები.

ამ დროს ადგილზე იმყოფებოდნენ ჟურნალისტები, რომელთაც ასევე გაუსწორდნენ ფიზიკურად. ჟურნალისტებს წაართვეს კამერები, ხოლო ”როიტერის” კორესპონდენტს ფოტო-კამერა.

შსს-მ საგანგებო განცხადებაში აღნიშნა, რომ ”ოპოზიციის წარმომადგენლებმა ბლოკირება გაუკეთეს პოლიციის მთავარ შესასვლელს და გადაკეტეს სამანქანო გზა. პოლიცია შეეცადა შესასვლელი და სამანქანო გზის გათავისუფლებას, რა დროსაც მომიტინგეები áƒáƒ  დაემორჩილნენ პოლიციის თანამშრომლებს და გაუწიეს ფიზიკური წინააღმდეგობა. სამართალდამცავების  მიერ, პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევის ფაქტზე,  დაკავებულები იქნენ აქციის მონაწილეები, რომლებიც გადაყვანილები არიან დროებითი მოთავსების იზალატორში”.

 

 

Civil.Ge © 2001-2024