ხუთ აქტივისტს ერთთვიანი პატიმრობა შეეფარდა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 16 Jun.'09 / 12:02

ოპოზიციის მხარდამჭერი ახალგაზრდული ჯგუფის ხუთ აქტივისტს, მათ შორის მათ ლიდერს დაჩი ცაგურიას, რომლებიც 15 ივნისს თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან მომხდარი ინციდენტის დროს დააკავეს, 30-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს.

დანარჩენი აქტივისტები თბილისის საქალაქო სასამართლომ 400 ლარით დააჯარიმა და გაათავისუფლა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ სულ 39 მომიტინგე იქნა დაკავებული პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო.

Civil.Ge © 2001-2025