სახალხო დამცველი სწავლობს პოლიციის სამმართველოსთან მომხდარ ფაქტს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 16 Jun.'09 / 13:09

სახალხო დამცველის ოფისი აცხადებს, რომ მის რწმუნებულს, რომელიც მონიტორინგს ახორციელებდა და ეცვა სპეციალური ფორმა წარწერით – სახალხო დამცველი, ”სასტიკად ცემეს” და ”უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება” 15 ივნისს პოლიციის სამმართველოსთან მომხდარი ინციდენტის დროს. 

ობუდსმენის ოფისი სწავლობს გუშინ მომხდარ ფაქტს, ”რომლის შედეგადაც მძიმედ დაშავდნენ მოქალაქეები, ჟურნალისტები, ოპოზიციის ლიდერები”.

”განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რომ გამიზნულად ცემეს და კამერები წაართვეს ტელეკომპანიების ”კავკასიისა” და ”მაესტროს” ჟურნალისტებს,”- აცხადებს ოფისი.

სახალხო დამცველი სოზარ სუბარი, რომელმაც მომხდარი გამო უცხოური ვიზიტი შეწყვიტა, საგანგებო განცხადებას გეგმავს.

Civil.Ge © 2001-2024