”მაესტრომ” და ”კავკასიამ” მაუწყებლობა განაახლეს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 16 Jun.'09 / 14:55

ტელეკომპანიებმა ”მაესტრომ” და ”კავკასიამ” 16 ივნისს 14 საათის შემდეგ მაუწყებლობა სრულად განაახლეს მას შემდეგ, რაც მათ ჟურნალისტებზე 15 ივნისს პოლიციის სამმართველოსთან მათ ჟურნალისტებზე განხორციელებული თავდასხმის გამო პროტესტის ნიშნად შეწყვიტეს ეთერი.

ამ არხებმა ნაწილობრივ áƒ›áƒáƒ£áƒ¬áƒ§áƒ”ბლობა გუშინ საღამოს აღადგინეს ჩართეს áƒ áƒ პირდაპირ ეთერში პარლამენტის და პრეზიდენტის რეზიდენციის მიმდებარე ტერიტორია. თუმცა ეს არ იყო მათი მაუწყებლობის ჩვეული რეჟიმი, არ გასულა არც საინფორმაციო გამოშვებები და არც ტრადიციული თოქ-შოუები.

დღესვე ტელეკომპანია ”მაესტროს” ხელმძღვანელი მამუკა ღლონტი საქართველოში საფრანგეთის ელჩს ერიკ ფურნიეს შეხვდა. ელჩმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ პოლიციის სამმართველოსთან ინციდენტისას 10 ჟურნალისტი დაშავდა.

ტელეკომპანია ”კავკასიის” განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ მათ დაუბრუნეს შემთხვევის ადგილას გადაღებული ვიდეო-მასალა, ჩანაწერი დამონტაჟებულია, ხოლო áƒ®áƒ›áƒ წაშლილი.

პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ ბოდიში გადაუხადა ჟურნალისტებს პოლიციის მხრიდან მათი ”პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელის შეშლის” გამო და ასევე მოუწოდა ტელეკომპანიებს მაუწყებლობის აღდგენისაკენ ”საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე”.

”შესაბამისად, შსს-მ ოფიციალურად მოუხადა ბოდიში ამ ჟურნალისტებს, მათ დაუბრუნდათ კამერები, მთლიანად დაუბრუნდათ გადაღებული მასალა და გარდა ამისა ხელისუფლება მიიღებს ყველა სხვა ზომას, რომ გამოვლენილი იქნენ ყველა ის პირები, ვინც სამსახურეობრივ გადაცდომამაც გამოიწვია ეს ფაქტი და სამომავლოდ ასეთი რამ აღარ განმეორდეს”, - განაცხადა მან, ”ცალსახად ვაცხადებ, რომ ნებისმიერი ზეწოლა, ნებისმიერი ხელის შეშლა ჟურნალისტებისათვის არის მიუღებელი და ხელისუფლება გააკეთებს ყველაფერს რომ ასეთი ფაქტები არ განმეორდეს”. 

იმავდროულად, შსს-მ გაავრცელა 16 ივნისს განცხადება, სადაც საუბარია, რომ გუშინდელი ინციდენტის გამო ”სასტიკი საყვედური გამოეცხადა 2 თანამშრომელს, საყვედური - 4 თანამშრომელს, ხოლო სამ თანამშრომელს შეუჩერდა უფლებამოსილება გამოძიების დასრულებამდე”. ამავე განცხადებით, მოკვლევა უწყების გენერალურმა ინსპექციამ ჩაატარა.

 

Civil.Ge © 2001-2024