ალასანია: ”ჩვენ დავიწყეთ პოლიტიკურ პროცესზე გადასვლა”
სივილ ჯორჯია, თბილისი / 18 Jun.'09 / 20:22

საქართველოში მიმდინარე პროცესები თანდათან ”ახალ ფაზაში შედის”, რომლის დროსაც მეტი ფოკუსირება უნდა გაკეთდეს ”პოლიტიკურ პროცესზე და დიალოგზე”, განაცხადა ალიანსი საქართველოსთვის ლიდერმა ირაკლი ალასანიამ.

ვაშინგტონში 17 ივნისს ბრუკინგსის ინსტიტუტში გამოსვლისას მან განაცხადა, რომ მისი პოლიტიკური პარტნიორები წარუდგენენ საზოგადოებას და საკონსტიტუციო კომისიას იმ ”ცვლილებებს, რომლებიც გვინდა რომ ვიხილოთ კონსტიტუციაში”. ”ჩვენ უკვე გვაქვს ჩვენი წინადადებები საარჩევნო კოდექსზე და საარჩევნო კომისიაზე,” - დასძინა მან.

მან ასევე აღნიშნა, რომ  თავისუფალი მედიის უზრუნველყოფა და სამოქალაქო კონტროლის დამყარება სამართალდამცავ სტრუქტურებზე, ”რათა ისინი ჩამოშორდნენ პოლიტიკურ და საარჩევნო პროცესს” მნიშვნელოვანია შესაფერისი საარჩევნო გარემოს შესაქმნელად. 

”ეს ის საკითხებია, რომლებზეც ჩვენ მზად ვართ ხელისუფლებასთან სამუშაოდ და რომელიც უნდა იყოს იმ მთლიანი პაკეტის ნაწილი რაც საარჩევნო კალენდარის შეცვლამდე მიგვიყვანს,” - განაცხადა ალასანიამ, ”თუ ამ სფეროებს განიხილავს ხელისუფლება და ოპოზიცია და თუ ჩვენ ურთიერთგაგებამდე მივალთ, მაშინ, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია მივაღწიოთ შეთანხმებას ახალ საარჩევნო კალენდარზე”.

”ჩვენ უნდა განვიხილოთ ხელისუფლებასთან, როგორ აჯობებს შევიყვანოთ ის პოლიტიკური ძალები - ისინი, ვინც უფრო ძლიერია - პარლამენტში და განვაგრძოთ დებატები [პარლამენტში] და როგორ გადავიტანოთ ეს კამათი ქუჩიდან პარლამენტში,” - დასძინა მან.

ალასანიამ ასევე განაცხადა, რომ თუ ეს შეთანხმებები შემოდგომისთვის იქნება მიღწეული, რომელიც მისი თქმით, ”ძალიან რთული” პერიოდი იქნება საქართველოს ეკონომიკისთვის, ”ჩვენ გვექნება áƒ›áƒ”ტი პოტენციალი როგორც ოპოზიციიდან, ისე ხელისუფლებიდან, რათა დავუპირისპირდეთ ეკონომიკური და უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებს”.

მან ასევე განაცხადა, რომ ჯერა, რომ ”ამ პროცესს ოპოზიციის სხვა ლიდერებიც შეუერთდებიან”.

ალასანიას თქმით, მომიტინგეების ძალადობრივი დარბევები, ჯერძოდ 15 ივნისის , ასევე ოპოზიციის აქტივისტების დაპატიმრებათა სერია კიდევ უფრო აღრმავებს უნდობლობას მხარეებს შორის. თუმცა, მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ დიალოგს ალტერნატივა არ გააჩნია და იქვე დასძინა, რომ ხელისუფლებამ ”შინაარსიანი” და ”ეფექტიანი” წინადადებები უნდა წარმოადგინოს.ინციდენტი

”ჩვენ უკვე დავიწყეთ ქუჩის საპროტესტო აქციების გადაყვანა უფრო პოლიტიკურ პროცესში,” - განაცხადა მან და დასძინა, რომ ოპოზიციამ უკვე დაიწყო ნელ-ნელა ’საკნების’ აღება რამოდენიმე ქუჩიდან.

”ამრიგად, ჩვენ გადავდგით ნაბიჯი, რათა ვუჩვენოთ ხელისუფლებას, რომ მოლაპარაკებების პერსპექტივას კეთილსინდისიერად ვუდგებით,” - განაცხადა ალასანიამ. ”უახლოეს მომავალში, თუ მოლაპარაკებები გაგრძელდება - და მე მჯერა, რომ გაგრძელდება - ჩვენ დავინახავთ ქუჩის პროტესტის დასრულებას და მთელი ამ დისკურსის პოლიტიკურ პროცესში áƒ’ადატანას”.

მან ასევე განაცხადა, რომ ”ოპოზიციამ წარსულში შეცდომები დაუშვა, რადგანაც ჩვენ მხოლოდ ვითხოვდით ცვლილებას და არ ვთავაზობდით რაიმე ეფექტიან ალტერნატივას”.

”ეს არის ზუსტად ტრანსფორმაციის მომენტი, რასაც ახლა ვხედავთ,” - განაცხადა მან და დასძინა, რომ სწორედ ეს არის, რის გაკეთებასაც ის აპირებდა რეგიონებში ჩასვლით, რათა áƒ›áƒ˜áƒ˜áƒ¢áƒáƒœáƒáƒ¡ მისი მომავალი პოლიტიკური პარტიის გზავნილი ამომრჩევლებთან.

მან ასევე განაცხადა, რომ საჭიროა ხელისუფლების პოლიტიკის უფრო მეტი ”საგნობრივი კრიტიკა” სხვადასხვა მიმართულებით.

ალასანიამ, რომელიც თავის პოლიტიკურ პარტნიორებთან - რესპუბლიკელებთან და ახალ მემარჯვენეებთან ერთად თავდაპირველად სიფრთხილეს იჩენდა ქუჩის აქციებში მონაწილეობასთან დაკავშირებით, განაცხადა, რომ მან ამის გაკეთება იმიტომ გადაწყვიტა აპრილში, რომ ზემოქმედება მოეხდინა პროცესებზე, რათა ეს პროცესები ”უფრო მშვიდობიანი გზით განვითარებულიყო”.

საქართველოს პოლიტიკური კრიზისის მოგვარებაში დასავლელი მოკავშირეების როლზე საუბრისას, ალასანიამ განაცხადა, რომ მისი სურვილია ”ხელშემწყობთა” როლში იხილოს აშშ და ევროკავშირი მოლაპარაკებების დროს, ვიდრე შუამავლებისა. მან ასევე განაცხადა, რომ დასავლელი პარტნიორები ასევე უნდა ახორციელებდნენ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შესაძლო შეთანხმებების მონიტორინგს, რათა უზრუნველყონ ამ შეთანხმებების განხორციელება.  ალასანიას თქმით, მისი სურვილია, რომ ”მაღალი რანგის სპეციალური წარმომადგენელი აშშ-დან” ჩაერთოს ამ პროცესში. 

Civil.Ge © 2001-2024