ICG-ის მოხსენების თანახმად, ვითარება კვლავ სახიფათოა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 22 Jun.'09 / 20:06

ეფექტიანი უსაფრთხოების რეჟიმის არ არსებობა და ინციდენტები სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის გარშემო ქმნის ”სახიფათო ატმოსფეროს, სადაც კვლავ შეიძლება დაიწყოს ინტენსიური ბრძოლები,” - განაცხადა ბრიუსელში მდებარე კრიზისების აცილების საერთაშორისო ჯგუფმა (International Crisis Group - ICG) 22 ივნისს გამოქვეყნებულ მოხსენებაში

”უსაფრთხოების კუთხით არსებული სიტუაცია ადგილზე კვლავ დაძაბულია. რუსეთმა არ შეასრულა [ცეცხლის შეწყვეტის შესახებ] შეთანხმების საკვანძო áƒ”ლემენტები და მხარეებს არ დაუწყიათ შინაარსობრივი მოლაპარაკებები, რომლებიც შესაძლებელს გახდიდა რეგიონის სტაბილიზაციას. ეს ფაქტორები პოტენციურად ფეთქებადსაშიშ ვითარებას ქმნის, სადაც მცირე ინციდენტებმაც კი შესაძლოა ახალი ომი გამოიწვიოს,” - ნათქვამია მოხსენებაში.

თბილისში მომუშავე ერთ-ერთმა დასავლელმა სამხედრო ატაშემ, რომელსაც ICG-ის მკვლევარები გაესაუბრნენ, განაცხადა, áƒ›áƒáƒ®áƒ¡áƒ”ნების მიხედვით, áƒ áƒáƒ› მოსკოვი აპირებს აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში რამოდენიმე ადგილის გამოყენებას ჩრდილოეთ კავკასიაში დაგეგმილი ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნების - ”კავკაზ-2009” დროს, ”რამაც შესაძლოა კიდევ უფრო გაამწვავოს დაძაბულობა”.    

მოხსენებაში ნათქვამია, რომ რუსეთის ვეტო გაეროს და ეუთოს მისიების მოქმედების გაგრძელებაზე ”ძირს უთხრის რეგიონის უსაფრთხოებას და ხელს უწყობს დაძაბულობის ზრდას”. ამგვარი ქმედებით, ნათქვამია მოხსენებაში, კიდევ უფრო შესუსტდა რუსეთის, როგორც ”მშვიდობისმყოფელის და სტაბილურობის გარანტის სანდოობა, რაც უკვე შეილახა სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის ხელისუფლებების სასარგებლოდ მისი აშკარა მიკერძოებულობის გამო”.  

მოხსენებაში, რომელიც ასევე აღწერს ქართველ დევნილთა მდგომარეობას, ნათქვამია, რომ სამხრეთ ოსეთში ქართველების დაბრუნებისთვის ყველაზე მეტი შანსი ამ ეტაპზე ახალგორშია.  თუმცა, ბევრი ადგილობრივი მოსახლე აცხადებს, რომ ახალგორში დაძაბული ვითარებაა და მათი თქმით, მათ იქ დაბრუნების ეშინიათ, ნათქვამია მოხსენებაში. მოხსენების თანახმად, ადგილობრივი მოსახლეობა არ ადასტურებს ქართული მედიით გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ”მათ აიძულებენ აიღონ ოსური ან რუსული პასპორტები, ან რომ ქართულ ენაზე სწავლება აკრძალულია”.

მოხსენებაში ნათქვამია, რომ ევროკავშირის მონიტორინგის მისია, რომელიც აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მიმდებარე ტერიტორიებზე დაკვირვებას აწარმოებს, საჯაროდ არ აქვეყნებს ინციდენტების შესახებ ინფორმაციას და უსაფრთხოების კუთხით არსებულ ზოგად შეფასებებს. ”მან თავისი მოხსენებები ყველა დაინტერესებულ მხარეს უნდა გადასცეს, როგორიცაა არასამთავრობო ორგანიზაციები და მედია, რათა გაანეიტრალოს ჭორები და მცდარი ინფორმაცია,” - ნათქვამია მოხსენებაში. იგი ასევე აცხადებს ერთ-ერთ დასავლელ დიპლომატზე დაყრდნობით, რომ ”ინფორმაციის უმეტესობა კონფლიქტური ზონებიდან მცდარი ან გაზვიადებულია”.  

Civil.Ge © 2001-2024