აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოს ეწვევა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 23 Jun.'09 / 10:37

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი 20-24 ივლისს საქართველოსა და უკრაინას ეწვევა, იტყობინება თეთრი სახლი.

ვიზიტის ფარგლებში ვიცე-პრეზიდენტი შეხვედრებს გამართავს საქართველოს ხელისუფლების, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებთან.

”ვიცე-პრეზიდენტი მოახდენს აშშ-ის მხარდაჭერის დემონსტრირებას მიმდინარე დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმების მიმართ და განიხილავს ორმხრივი ინტერესების საკითხებს ორივე ქვეყანაში,”- იტყობინება თეთრი სახლი.

აღნიშნული ვიზიტი განხორციელდება მას შემდეგ, რაც 6 ივლისს მოსკოვში აშშ-ის პრეზიდენტი ბარაქ ობამა და მისი რუსი კოლეგა დიმიტრი მედვედევი გამართავენ მოლაპარაკებებს.

Civil.Ge © 2001-2024