კომუნიკაციების კომისია ”მაესტროს” ლიცენზიას 3 ივლისს განიხილავს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 23 Jun.'09 / 20:03

კომუნიკაციების ეროვნული კომისია სტუდია ”მაესტროს” განაცხადს სატელიტური მაუწყებლობის ლიცენზიის მინიჭების თაობაზე 3 ივლისს, 16:00 საათზე განიხილავს.

ამის შესახებ კომისიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ შეტყობინებაშია ნათქვამი.

კომისიას აღნიშნულ საკითხზე 5 ივნისს უნდა ემსჯელა, თუმცა მაშინ სხდომა ”ქვორუმის არ არსებობის” მოტივით გადაიდო.

Civil.Ge © 2001-2024