”მაესტრომ” სატელიტური მაუწყებლობის ლიცენზია მიიღო
სივილ ჯორჯია, თბილისი / 3 Jul.'09 / 16:23

სტუდია ”მაესტრომ” სატელიტური მაუწყებლობის ლიცენცია 10 წლით მოიპოვა. აღნიშნული გადაწყვეტილება კომუნიკაციების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ დღევანდელ სხდომაზე მიიღო.

კომისიას აღნიშნულ საკითხზე 5 ივნისს უნდა ემსჯელა, თუმცა მაშინ სხდომა ”ქვორუმის არ არსებობის” მოტივით გადაიდო.

”მაესტრო” საკაბელო ტელევიზიაა, რომელიც ამჟამად თბილისსა და თელავში მაუწყებლობს. ცოტა ხნის წინ რუსთავსა და ახამეტაში, ტელევიზიის თანახმად, მისი მაუწყებლობა შეწყდა. ”მაესტრო”, áƒ—ბილისში მაუწყებელ ტელეკომპანია ”კავკასიასის” მსგავსად, ოპოზიციურ არხად მიიჩნევა.

Civil.Ge © 2001-2024