პრეზიდენტი თავის ”არამდრიდრულ სასახლეზე” საუბრობს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 11 Jul.'09 / 17:03

პრეზიდენტმა სააკაშვილმა იმ პრეტენზიების საპასუხოდ, რომელიც მის მიმართ ახალი რეზიდენციის მშენებლობის დიდ ხარჯებთან დაკავშირებით გაისმის, არ დაასახელა კონკრეტული თანხა, თუ რა დაჯდა მისი მშენებლობა, თუმცა აღნიშნა, რომ áƒ”ს შეადგენს 5 წლის განმავლობაში გაწეული სახელმწიფო ხარჯების, დაახლოებით, 0.18-0.17%-ს. 

ავლაბარში მდებარე პრეზიდენტის სასახლე უთანხმოების საგანი გახდა, რადგანაც ზოგიერთი გაზეთის ვარაუდით, მის მშენებლობაზე ასობით მილიონი დაიხარჯა.

სააკაშვილის განცხადების მიხედვით, პრეზიდენტის სასახლის მშენებლობა áƒ“აახლოებით 13 მილიონი ლარი დაჯდა. ფინანსთა სამინისტროს ცნობით, 2009 საბიუჯეტო ხარჯები დაახლოებით 7 მილიარდ ლარს შეადგენს.  

გაზეთი ”კვირის პალიტრა” áƒ˜áƒ•áƒœáƒ˜áƒ¡áƒ¨áƒ˜ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით იტყობინებოდა, რომ მშენებლობაზე 800 მლნ დოლარი დაიხარჯა,

”რა თქმა უნდა, როცა ასეთი ეკონომიკური პრობლემები, მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი მძვინვარებს, ქვეყანაში ხალხს ძალიან უჭირს, დაისმის კითხვა, რომ რა დროს სასახლეებზე ფულის ხარჯვაა? მაგრამ მე მინდა იცოდეთ თანხობრივად ამ სასახლის აშენება დაჯდა, დაახლოებით,  პროცენტის მეხუთედზე ნაკლები მთელი საბიუჯეტო ხარჯების, რომელიც გაწია ჩვენმა ქვეყანამ ბოლო 5 წლის განმავლობაში,”- განაცხადა მან, ”მე რაც გავხდი პრეზიდენტი, იმის შემდეგ წლიური ჩვენი ბიუჯეტი გაიზარდა 10-12-ჯერ, ამიტომ ის, რაც ჩვენ დავხარჯეთ თუნდაც ამ სასახლის მშენებლობაში, ეს არის 0.18% ან 0.17%, დაახლოებით, საქართველოს სახელმწიფო ხარჯების. ე.ი. ეს პრაქტიკულად არის ძალიან ცოტა”.

ეს განცხადება პრეზიდენტმა 11 ივლისს მის რეზიდენციაში რეგიონებიდან მოსწავლეების სტუმრობისას გააკეთა.

”მე მინდა გვესმოდეს, რომ ეს არის პირველი, 2000 წლის განმავლობაში დიდი სახელისუფლებო დაწესებულება, რომელიც ააშენა დამოუკიდებელმა საქართველომ,”- განუცხადა მან მოსწავლეებს, ”ჩვენ არ გვქონია არასდროს, ყველაზე დიდ ეპოქებშიც კი, არ შემოგვრჩენია იმ დროიდან დიდი, კაპიტალური სახელმწიფო დაწესებულებები”.

”ესე იყო რომ ქართველები ყოველთვის ვომობდით და არ გვეცალა ეგეთი რაღაცების აშენებისთვის,”- განაგრძო მან, ”დღეს ჩვენ ვართ ისევ ჩართული ჩვენი ქვეყნის არსებობისთვის ბრძოლაში, მაგრამ ჩვენ ერთი ხელით ვიბრძვით და მეორე ხელით ვაშენებთ იმიტომ, რომ თანამედროვე სამყაროში ბრძოლა, ამ ბრძოლაში გამარჯვება შეუძლებელია დიდი აღმშენებლობის გარეშე, იმის გარეშე, რომ ჩვენ შევქმნათ თანამედროვე სახელმწიფო, თანამედროვე ინსტიტუტები, თანამედროვე ეკონომიკა”.

მისი თქმით, რეზიდენციის მშენებლობა, რომელიც 2004 წელს სააკაშვილის გაპრეზიდენტებისთანავე დაიწყო, თითქმის 5 წელიწადი გრძელდებოდა.

”მე საერთოდ ძალიან მოუთმენელი ადამიანი ვარ, ალბათ იცით და ამ 5 წლის განმავლობაში ჩვენ ავაშენეთ ყველაზე მეტი სკოლა, გზა, საავადმყოფო, საბავშვო ბაღი და საბავშვო მოედანი თუნდაც, ვიდრე აშენებულა ნებისმიერ მომენტში საქართველოს ისტორიის ნებისმიერი 5 წლის განმავლობაში,”- განაცხადა მან, ”ამიტომ მე არ ვჩქარობდი ამის [რეზიდენციის] აშენებას იმის გამო, რომ უნდა აგვეშენებინა, პირველ რიგში, ყველაფერი დანარჩენი”.

სააკაშვილის თქმით, მისი რეზიდენცია არის ”არამდიდრული სასახლე”, მაგრამ ”ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი და თანამედროვე სასახლე, რომელიც აუშენებია სადმე ვინმეს თანამედროვე სამყაროში”.

Civil.Ge © 2001-2024