საქართველოში ”ღორის გრიპის” პირველი შემთხვევა დაფიქსირდა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 18 Jul.'09 / 15:15

საქართველოში H1N1 ვირუსის, ე.წ. ღორის გრიპის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, თუმცა დაავადებული პაციენტი თავს უკვე კარგად გრძნობს და პანიკის საფუძველი არ არსებობს, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ალექსანდრე კვიტაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.

”ეს არის პირველი შემთხვევა ქვეყანაში,”- განაცხადა მან, ”პაციენტი ახლა არის იზოლირებული და იმყოფება ექიმების დაკვირვების ქვეშ. მთავარი ისაა, რომ გამოვლენა ამ შემთხვევის მოხდა დროულად. პაციენტი უკვე კარგად გრძნობს თავს და ამიტომ ჩვეულებრივი გრიპის სიმპტომების კუთხით ხდება მკურნალობა”.

მისი თქმით, ანალიზები ჯანდაცვის მსოფლიოს ორგანიზაციის მოთხოვნის საფუძველზე უკვე გადაიგზავნება ლონდონის ლაბორატორიაში. 

”არაფერი საშიშროება არ არის, პანიკის აუცილებლობა ნამდვილად არ არის,”- აღნიშნა მინისტრმა.

დაავადებული პიროვნება ლონდონიდან თბილისში ერევნის რეისით ჩამოფრინდა. სამინისტროს განცხადებით, შემთხვევის შესახებ ოფიციალურად ეცნობა ერევანს áƒ“ა ასევე იმ მგზავრებს, ვინც დაავადებულთან ერთად მგზავრობდნენ.
  

Civil.Ge © 2001-2024