პრეზიდენტმა დეპუტატებს მიმართა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 21 Jul.'09 / 01:40

პრეზიდენტმა სააკაშვილმა პარლამენტარებს სიტყვით მიმართა, რასაც დეპუტატების დებატები და მისი შემაჯამებელი გამოსვლა მოჰყვა. 

დებატები, რომელიც ხუთ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა, 1:45 საათზე დასრულდა.

ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საპარლამენტო უმცირესობის ინიციატივით დანიშნულ დებატებში მონაწილეობის სურვილი პრეზიდენტმა თავად გამოთქვა, რაც უპრეცედენტო შემთხვევაა. ეს მისი მეორე სტუმრობაა წელს პარლამენტში მას შემდეგ, რაც თებერვალში ტრადიციული საანგარიშო მოხსენებით, ოპოზიციური საპროტესტო აქციების დაწყებამდე, უკვე მიმართა საკანონმდებლო ორგანოს.

ქვემოთ მოცემულია პრეზიდენტის გამოსვლის ძირითადი პუნქტები:

  • დღეს არ მოვსულვარ იმისათვის, რომ გითხრათ, რომ ყველაფერი კარგად არის. ჩვენ სამშობლოს ძალიან რთული დრო უდგას;
  • მე არ ვუარყოფ რომ ვითარება რთულია.ერთადერთი გზა ამ გამოწვევების გადასალახად არის ჩვენი დემოკრატიის კიდევ უფრო გაძლიერება და გაგრძელება რეფორმების;
  • რაღაც შეცდომები იყო, ბევრი ნამდვილად არ იყო. დღეს გამოსავალი არის არა რეფორმების უკან დატრიალება, ერთადერთი გამოსავალი არის წინსვლა  - რეფორმა, რეფორმა და რეფორმა ყოველგვარი უკანდახევის გარეშე;
  • წარმოგიდგენთ ჩვენ ხედვას აუცილებელი რეფორმების შესახებ;
  • 7 კვირის წინ დაიწყო დიალოგი ოპოზიციასთან, საპარლამენტო და რადიკალურ ძალებთან. ზოგიერთი ლიდერი ჩაერთო დიალოგში და კონსტრუქციულ კამათში, მაგრამ ზოგიერთმა - ძირითადად პატარა ჯგუფებმა - უარი თქვეს ამაზე;
  • ზოგიერთი ჩემი შეთავაზება არ იქნა გაზიარებული;
  • დღეს იმ მიზნით რომ დავაჩქაროთ პროცესი მე მინდა ზოგიერთი საუბრიდან გადავიდეთ კონკრეტულ საკითხებზე;
  • კარი ღია იქნება ნებისმიერი ძალისთვის, რომ ნებისმიერ დროს შემოუერთდნენ პოლიტიკურ დისკუსიას;
  • პირველი: მაისში შევთავაზე ოპოზიციას საარჩევნო სისტემის რეფორმირება; 
  • ვთავაზობ თბილისის მერის პირდაპირ არჩევნებს;
  • ადგილობრივი არჩევნები ჩავატაროთ  - უფრო წარმომადგენლობითი თბილისის საკრებულოს არჩევნები - 2010 წლის 30 მაისს;
  • დავამტკიცოთ ახალი საარჩევნო კომისია 2009 წლის ბოლომდე, ცესკოს თავმჯდომარის კანდიდატურა სახელდებოდეს ფართო შეთანხმდებით ძირითად პოლიტიკურ სუბიექტებს შორის;
  • გადამწყვეტი იქნება არა ქუჩაში ყვირილში შეჯიბრი - ამის არავის არ ეშინია, მითუმეტეს რევოლუციური მთავრობას - დროა ყველამ გაიგოს, რომ შეჯიბრი მოხდება კონკურენტულ გარემოში და ყველაფერი დამოკიდებული იქნება არჩევნებზე. მთავარობები შეიცვლებიან არა გალიებით, ქუჩის აქციებით, გადატრიალებებით, არა უცხოური ფულით, მითუმეტეს, არამედ საარჩევნო ბიულეტენებით;
  • მეორე: საკონსტიტუციო კომისია მუშაობს და კიდევ უფრო გავააქტიუროთ მუშაობა. კიდევ უფრო შევზღუდოთ პრეზიდენტის მიერ პარლამენტის დათხოვნის შესაძლებლობა ამ და შემდგომი პრეზიდენტებისთვის იმისათვის, რომ პარლამენტი იყოს უფრო დამოუკიდებელი. თუმცა საქართველოში ეფექტური საპრეზიდენტო მმართველობა არის მნიშვნელოვანი მითუმეტეს, როცა ქვეყნის დიდი ნაწილი არის ოკუპირებული. საჭიროა დაბალანსებული მოდელის პოვნა და პარლამენტის გაძლიერება;
  • ვარდების რევოლუციის შემდეგ ჩვენ გვჭირდებოდა უფრო ძლიერი საპრეზიდენტო ძალაუფლება იმისათვის, რომ შეგვძლებოდა ეფექტური ბრძოლა ყოვლისმომცველი კორუფციის წინააღმდეგ, რომ გაგვეტარებინა მკვეთრი რეფორმები, რომ გადაგვედგა ურთულესი ნაბიჯები იმისათვის, რომ შეგვექმნა ევროპული სახელმწიფო. მინდა ყველას ესმოდეს, რომ ეს ნაბიჯები, რომელიც გადავდგით კონსტიტუციაში მაშინ [2004 წლის თებერვალში] აღმასრულებელი ხელისუფლების გაძლიერების კუთხით იყო აუცილებელი, áƒ›áƒáƒ’რამ კიდევ უფრო აუცილებელია ახლა სერიოზული რეფორმების გატარება;
  • საქართველო არასდროს დაუბრუნდება შევარდნაძის, მამალაძის, თარგამაძის, მამთაჯის ეპოქას;
  • ჩვენ უნდა მოვხსნათ არჩევნებში მონაწილეობაზე შეზღუდვები თანამემამულეებისთვის, რომლებიც არ ცხოვრობენ საქართველოში. ისე არ გამიგოთ, რომ ვინმეს ვამზადებ, უცხოეთში მცხოვრებ ვინმე ქართველს ჩემს შემცვლელად. ჩვენ უნდა მივცეთ ამ ხალხს სრული უფლება საქართველოს პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის. ეს არის ჩვენი გზავნილი ჩვენი ემიგრაციისათვის;
  • მაისში შევთავაზე ოპოზიციას ერთად გვემუშავა სასამართლო რეფორმაზე. კონკრეტული საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც აღჭურვავს მოსამართლეს უფლებით დასაჯოს ნებისმიერი, ვინც შეეცდება მათზე მოახდინოს გავლენა. სისხლის სამართლის სასჯელი ასეთი ჩარევისთვის სასამართლო საქმიანობაში. ამ კანონს მე წარვადგენ პარლამენტში სექტემბრიდან;
  • ვადასტურებ ერთგულებას ნაფიც მსაჯულთა სისტემის ეტაპობრივი და გარდაუვალი ამოქმედების მიმართ;
  • მეოთხე საკითხი: უფრო გახსნილი და მიუკერძოებული მედიის შესაქმნელად ყველა არხს მივცეთ საშუალება გავიდეს სატელიტზე; 
  • შევიტანოთ ცვლილება საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს დაკომპლექტების წესში - 9 წევრიდან ხელისუფლებას და ოპოზიციას ჰქონდეს სრული პარიტეტი ოთხ-ოთხი, მაგრამ თანდათან უნდა წავიდეთ დეპოლიტიზაციისკენ ამ ორგანიზაციის და áƒ©áƒáƒ•áƒ áƒ—ოთ უკვე სამოქალაქო სექტორი გადამწყვეტი ხმით და გავაფართოვოთ ამ საბჭოს ფუნქციები. ეს ცვლილებები ჩვენ უნდა მივიღოთ უახლოეს 90 დღეში;
  • ვთხოვ პარლამენტს, რომ სექტემბრის ბოლომდე დასრულდეს ყველა პროცედურა იმისათვის, რომ მეორე არხს შევუქმნათ მრჩეველთა საბჭო, შევქმნათ პოლიტიკურ მაუწყებლობის არხის, რომელიც ყველაზე პატარა, ყველაზე მიუღებელ სუბიექტებსაც კი მიცემს საშუალებას, რომ თავისი აზრი გამოთქვას, ჩავრთოთ ევროპელი ექსპერტები ამაში áƒ“ა შევქმნათ მაღალი დონის მეორე საზოგადოებრივი არხი; 
  • არ დავუშვებთ ჟურნალისტების დევნას და ფიზიკურ შეურაცხყოფას. მედიას აქვს პასუხისმგებლობა.
    მედია გადასცემს იმას, რისაც მას სჯერა. მაგრამ ჩვენ უნდა დავასრულოთ შეურაცხყოფა და დამცირება, სამოქალაქო ომის რიტორიკა;
  • უცხო ქვეყნის დამპყრობელი ჯარი დგას ჩვენს მიწაზე. ეს ომი არა მხოლოდ არ დამთავრებულა - წაგებული არ არის ომი, სადაც ჩვენ ვართ და ხუთჯვრიანი დროშა ფრიალებს, და სადაც ჩვენ არ მოგვიწერია ხელი კაპიტულანტურ შეთანხმებაზე;
  • თუ გამოდიხარ ლოზუნგით ”დავიბრუნოთ ღირსება” მინიმუმ სხვას არ უნდა წაართვა ღირსება;
  • მომავალი თვიდან უშიშროების საბჭოს გაფართოებულ სხდომებზე  - თანამშრომლობის ახალ ფორმატში ვეპატიჟებით ოპოზიციას. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ გარეშე მტრის წინაშე ჩვენ უნდა ვიყოთ ერთ მუშტად შეკრულები;
  • მტრობა დამთავრდება და მეგობრობა დაიწყება, როცა ბოლო უცხოელი ჯარისკაცი დატოვებს საქართველოს ტერიტორიას. ამაზე ნურავის ილუზია ნუ ექნება;
  • ოპოზიციას, ვინც დახია საპარლამენტო მანდატები, დაბრუნდეს პარლამენტში. მე შემოვდივარ პარლამენტში ინიციატივით, რომ მათ შეძლონ ამ მანდატების დაბრუნება მიუხედავად იმისა, აპირებენ თუ არა ამას, მაგრამ კარი დავტოვოთ ღია. მე დღესაც გამიხარდებოდა, რომ ისინი აქ იყვნენ;
  • მათ შეუძლიათ [აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯო] ბაიდენის გამოსვლასაც დაესწრონ პარლამენტში, რათა ნახონ როგორ გამოიყურება პარლამენტი შიგნიდან;
  • დადგა დრო, რომ ლაპარაკის ნაცვლად დავიწყოთ რეფორმის განხორციელება. დადგა დრო, რომ მოვუსმინოთ ჩვენს საზოგადოებას მთელი ქვეყნის მასშტაბით. მე ოპოზიციასთან დიალოგში ხალხთან დიალოგსაც ვგულისხმობდი;
  • გამოვაცხადოთ დიდი სახალხო დიალოგის დაწყება, სადაც ჩვეულებრივი ხალხი ისაუბრებს თავის პრობლემებზე. დიდი სახალხო დიალოგი შეგვიძლია ვაქციოთ დიდ დემოკრატიულ ტალღად საქართველოში;
  • ჩვენი დეპუტატები, გამგებლები, გუბერნატორები, მინისტრები დაიწყებენ სიარულს საქართველოს სოფლებსა და ქალაქებში - სრულიად ორგანიზებული და კარგად მოფიქრებული ფორმით, რათა სახელმწიფო პრიორიტეტები განსაზღვრული იქნას მრავალეთნიკური საზოგადოების მიერ. მე მოვუწოდებ ოპოზიციას შემოუერთდეს ამას; 
  • გამოვდივარ ინიციატივით ქუთაისი თბილისთან ერთად გადაიქცეს საპარლამენტო ქალაქად საქართველოში. მთლიანად პარლამენტის გადატანას მხარს არ ვუჭერ. მე გთავაზობთ, რომ ყველა საკომიტეტო სამუშაო დავტოვოთ თბილისში, შემდეგი [მოწვევის] პარლამენტი პლენარულ სესიებზე იკრიბებოდეს ქალაქ ქუთაისში. წარმოიდგინეთ რამხელა სიცოცხლეს შეიტანს ეს ქუთაისში.

პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ მცირე შესვენების შემდგომ დეპუტატების დებატები დაიწყო.

ქართული დასის ლიდერმა დეპუტატმა ჯონდი ბაღათურიამ უთხრა პრეზიდენტს, რომ ქვეყანაში უსამართლობაა. ”შეუძლებელია ქართველების მართვა ხალხის დატერორების გზით,” - განაცხადა მან. ბაღათურიამ ასევე მოუწოდა პრეზიდენტს გამოვიდეს ინიციატივით, რომლის თანახმადაც მოსახლეობის ვალები ზოგიერთი კომუნალური მომსახურებისთვის ჩამოიწერება.

დეპუტატმა პეტრე მამრაძემ მოძრაობა სამართლიანი საქართველოდან მიმართა პრეზიდენტს, რომ მისმა ”კონფლიქტების მოგვარების კონტრპროდუქტიულმა პოლიტიკამ და დემოკრატიული პრინციპების იგნორირებამ ... შეაფერხა საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები”. მისი თქმით, პრეზიდენტმა სააკაშვილმა არასწორი ნაბიჯი გადადგა და შარშან აგვისტოში რუსეთთან საომარ მოქმედებებში ჩაერთო.

“პრეზიდენტის არარაციონალურმა და სპონტანურმა განცხადებებმა შეცვალა საგარეო პოლიტიკა,” - განაცხადა მან. ”უნდა დაიწყოს დიალოგი რუსეთთან ყოველგვარი წინაპირობის გარეშე. ეს სულაც არ ნიშნავს რუსეთისთვის თავის დაკვრას”.

მამრაძემ ასევე განაცხადა, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის ხელში არსებულმა ძალაუფლებამ ის გააფუჭა და ქვეყანა ”ექვსი ან შვიდი ადამიანის მიერ იმართება, რომლებიც კანონზე მაღლა დგანან და რომლებიც ლოიალურები არიან პრეზიდენტის  მიმართ”.

”სამართალდამცავი სტრუქტურები გადაიქცა ძალაუფლების შენარჩუნების იარაღად,” - განაცხადა მამრაძემ და დასძინა, რომ ოპოზიციის კონტრპროდუქტიულმა ტაქტიკამ მხოლოდ ხელი შეუწყო სააკაშვილის მიერ ძალაუფლების შენარჩუნებას.

დეპუტატმა აკაკი მინაშვილმა მმართველი პარტიიდან უპასუხა, რომ ”ექს-პრეზიდენტ შევარდნაძის წრეში ყოფნა მართლაც აფუჭებს და თქვენმა გამოსვლამ ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა”.

მინაშვილმა ასევე განაცხადა, რომ ”ნებისმიერი დიალოგი ჩვენს ჩრდილოელ მეზობელთან აბსოლუტურად მიუღებელია”.

”არ იქნება არანაირი დიალოგი რუსეთთან, სანამ ეს ტერიტორიები [აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი] არ გათავისუფლდება ოკუპირებული ძალებისგან,” - დასძინა მან.  

მამრაძის განცხადებას ასევე გამოეხმაურა დეპუტატი პავლე კუბლაშვილი მმართველი პარტიიდან, რომელმაც განაცხადა, რომ მისი განცხადება შესაბამისობაში მოდის ”პუტინის რუსეთთან”.

დეპუტატმა მაგდა ანიკაშვილმა ქრისტიან-დემოკრატებიდან ძირითადად ”წარუმატებელ ჯანდაცვის პოლიტიკაზე” გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ ”არც პაციენტები და არც ექიმები არ არიან კმაყოფილი”.

საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ვიცე-სპიკერმა პაატა დავითაიამ თავის გამოსვლაში სეპარატისტულ რეგიონებზე გაამახვილა ყურადღება და პრეზიდენტს მოუწოდა დაპატიმრების ორდერი გასცეს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტი ლიდერების წინააღმდეგ.

”არ არსებობს ადამიანი, რომელიც შეძლებს ბაღაფშთან და კოკოითთან მოლაპარაკებას, რადგანაც მათ ქართველების სისხლი დაღვარეს,” - განაცხადა მან. ”ისინი უნდა დაისაჯონ... თუ ეს ხალხი [კოკოითი და ბაღაფში] იზოლაციაში დარჩება და ხალხი დაინახავს, რომ არავინ ელაპარაკება მათ, გარწმუნებთ, რომ გამოჩნდებიან ახალი ლიდერები, რომელთაც ექნებათ სურვილი ჩვენთან მოლაპარაკების”.

მან ასევე მოუწოდა პრეზიდენტს დაეხმაროს ნდობის აღდგენას ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, მათ შორის 6 მაისის და 15 ივნისის ინციდენტების გამოძიების გზით და დასაჯოს ყველა ის პოლიციელი, ვინც გადაჭარბებული ძალა გამოიყენა მომიტინგეების წინააღმდეგ.

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, დეპუტატმა ლევან ვეფხვაძემ ქრისტიან-დემოკრატებიდან განაცხადა, რომ მან ვერაფერი მოისმინა ახალი პრეზიდენტის გამოსვლაში.

”ნათელია, რომ მმართველმა პარტიამ უკვე დაიწყო საარჩევნო კამპანია; ერთადერთი დაზუსტება იყო, რომ დასახელდა ადგილობრივი არჩევნების თარიღი,” - განაცხადა მან.

შემდეგ მან მიტინგებთან დაკავშირებული áƒªáƒ•áƒšáƒ˜áƒšáƒ”ბათა პაკეტი áƒ’ააკრიტიკა და მოუწოდა პრეზიდენტს არ მოაწეროს ხელი მას, სანამ არ იქნება მიღებული ვენეციის კომისიის რეკომენდაციები.    

ვეფხვაძემ ასევე განუცხადა პრეზიდენტს, რომ ბოლო თვეების მანძილზე პოლიციამ დაახლოებით 80 ოპოზიციური აქტივისტი დააკავა იარაღთან და ნარკოტიკებთან დაკავშირებული გამოგონილი ბრალდებებით.  

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, დეპუტატმა პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა, რომ რუსეთი, რომელმაც ვერ მოახერხა რეჟიმის შეცვლა სამხედრო ინტერვენციით, ახლა ცდილობს თავის მიზანს პოლიტიკური საშუალებით მიაღწიოს.

”სამწუხაროდ, მათ იპოვეს ხალხი საქართველოში, რომლებიც ცდილობენ დაეხმარონ რუსეთს ამ მიზნის მიღწევაში,” - განაცხადა ცისკარიშვილმა. ”თავდაპირველად, რადიკალური ოპოზიცია შეეცადა შეტაკებების გამოწვევას, მაგრამ მათ ვერ შეძლეს, რადგანაც ხელისუფლებამ თავშეკავება გამოიჩინა და მეორე მხრივ, ისინი შეეცადნენ ეკონომიკისთვის ზიანის მიყენებას... თუმცა, ესეც ვერ შეძლეს; ისინი ამბობდნენ, რომ მათ არ სურდათ რევოლუცია, მაგრამ ისინი ყველაფერს აკეთებდნენ იმისათვის, რომ რევოლუციის გზით მოსულიყვნენ ხელისუფლებაში”.  

საპარლამენტო უმცირესობის წევრის, დეპუტატ გურამ ჩახვაძის განცხადების საპასუხოდ ცისკარიშვილმა განაცხადა, რომ ხელისუფლებას არ აქვს რაიმე გეგმა რკინიგზის გაყიდვასთან დაკავშირებით.

თუმცა, მან იქვე დასძინა: ”ასეც რომ იყოს რა მოხდა მერე? თუ შემოვა კომპანია რკინიგზის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისთვის, რა არის ამაში ცუდი? თუ იქნება ინვესტორი, რომელიც რკინიგზის მოდერნიზაციას განახორციელებს, რა არის ამაში ნეგატიური?”

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა, დეპუტატმა გიორგი თარგამაძემ განაცხადა, რომ პრეზიდენტის გამოსვლის დრო უკავშირდება აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტის მიზიტს საქართველოში.

აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის საკითხთან დაკავშირებით მან განაცხადა, რომ საქართველოს ”დიპლომატიური წარუმატებლობა” იყო, როდესაც რუსეთმა მოახერხა ეუთოს და გაეროს დამკვირვებლების მანდატების შეწყვეტა.

”შიდა პოლიტიკური პროცესის ლოგიკა მთლიანად შესაცვლელია,” - განაცხადა თარგამაძემ. ”თუ გინდათ დაამარცხოთ პუტინი, ანტი-პუტინი უნდა გახდეთ”.

მისი თქმით, პრეზიდენტის სიტყვის რიტორიკამ და ფორმულირებამ აფიქრებინა მას, რომ პრეზიდენტი ”გულწრფელი არ იყო”. ”თქვენ გამოიყენებთ ტერმინი ”გალია”; გალიებში მხეცები იმყოფებიან და თქვენ იმ ხალხს, ვინც პროტესტს გამოხატავს, მხეცებად მიიჩნევთ? - მიმართა თარგამაძემ პრეზიდენტს და კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ იგი არ ემხრობა იმ ტაქტიკას, რომელსაც რადიკალური ოპოზიცია იყენებს.

თავის გამოსვლაში თარგამაძემ შინაგან საქმეთა სამინისტროს დეპოლიტიზაციისკენ მოუწოდა. საზოგადოებრივი მაუწყებლის თემაზე საუბრისას მან მიმართა პარლამენტს დათანხმდეს მეტ ოპოზიციონერ წარმომადგენელზე სამეურვეო საბჭოში, ნაცვლად ადგილების თანაბარი გადანაწილებისა ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის.

დეპუტატმა გიორგი გაბაშვილმა მმართველი პარტიიდან განაცხადა, რომ ოპოზიციას ”მითოლოგია აქვს იდეოლოგის ნაცვლად, სადაც ფაქტებს მნიშვნელობა არ აქვს”. მისი თქმით, მას არ გაუგია ოპოზიციისგან რაიმე კონკრეტული წინადადებები, რომლებიც რეფორმების გაღრმავებას დაეხმარება.

დეპუტატების გამოსვლების შემდეგ პრეზიდენტმა სააკაშვილმა დასკვნითი სიტყვით მიმართა პარლამენტს:

  • ახლა არის 1:07 საათი და ეს არის რეკორდი ჩვენ საპარლამენტო ისტორიაში;
  • მე ვამაყობ, რომ ჩვენ შევქმენით ეს საპარლამენტო ტრადიცია [დებატების]; 
  • შემდეგ მან ჯანდაცვის სისტემაზე ისაუბრა და ოპოზიციის კრიტიკა მოიგერია ამ თემაზე. მან განაცხადა, რომ იაფი დაზღვევის პროგრამა წარმატებულია (სულ 100 ათასი მოქალაქე დაეზღვა). მან ასევე განაცხადა, რომ პირველად ბოლო წლების მანძილზე ნარკომანია შემცირდა საქართველოში;
  • გიორგი თარგამაძის მიერ ”გალიასთან” დაკავშირებით მიცემულ შენიშვნაზე საუბრისას, სააკაშვილმა განაცხადა, რომ მან ოპოზიციის საკნები გალიებად აღიქვა, თუმცა მას არასდროს უთხვამს, რომ შიგნით მხეცები სხედან. ”ისინი, ვინც მხარდამჭერები ჩასვა ამ გალიებში, უპასუხისმგებლოდ მოიქცნენ,” - განაცხადა მან;
  • მიტინგებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე საუბრისას სააკაშვილმა განაცხადა, რომ ეს პაკეტი მოქალაქეების დაცვისკენაა მიმართული;
  • როდესაც ამბობენ ”გამოიძიე 6 მაისის ინციდენტი”, რა უნდა გამოვიძიოთ? ეს მთელმა დიპლომატიურმა კორპუსმა შეაფასა, როგორც თავდასხმა პოლიციაზე;    
  • ხელები შორს ქართული პოლიციისგან, პოლიციისგან, რომელიც ყოველდღე მუშაობს, რათა თავიდან აიცილოს საქართველოს წარსულში დაბრუნება;
  • ჩვენი მთავარი ამოცანაა ადამიანის უფლებების დაცვა და დაგვეხმარეთ ამაში; მოდით ერთად ვიმუშავოთ ამ კუთხით;
  • როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ პოლიციის დეპოლიტიზაციაზე, მოდით აქედან დავიწყოთ; ნუ აიძულებთ პრეზიდენტს დაიცვას პოლიცია; თქვენ ისაუბრეთ ამის შესახებ და თქვენ დაიცავით პოლიცია; 
  • ის, რასაც რუსეთი ცდილობს თავი მოახვიოს მსოფლიოს [რომ საქართველომ დაიწყო აგვისტოს ომი]... თავად რუსეთშიც აღარ სჯერათ;
  • მისი თქმით, ერთხელ მან უთხრა პუტინს, რომ საქართველო მზად იყო უარი ეთქვა ნატოზე და ევროკავშირზე, თუმცა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის სანაცვლოდ. ”თუმცა, მან მიპასუხა: ”ჩვენ არ ვცვლით თქვენ საგარეო პოლიტიკურ ორიენტაციას თქვენ ტერიტორიებზე,” - დასძინა სააკაშვილმა;
  • ჩვენ აუცილებლად შევასრულებთ ჩვენ ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს;
  • ნუ ეცდებით ჩვენი ჯარისკაცების და ჩვენი ხალხის გმირობის დაკნინებას; ჩვენმა არმიამ დაამარცხა რუსეთის 58-ე არმია და მისი მეთაური გარბოდა [მას მხედველობაში რუსი გენერალი ანატოლი ხრულოვი ყავდა მხედველობაში, რომელიც 10 აგვისტოს დაიჭრა]; 
  • სააკაშვილმა განაცხადა, რომ ”პუტინი დამპირდა რაღაც მანიპულაციების ჩატარებას”. მან ასევე განაცხადა, რომ პუტინს მისი ჩამოგდება სურდა. სააკაშვილის თქმით, საქართველოს პასუხი უნდა იყოს, 2013 წლის შემდეგ ძალაუფლების შენარჩუნების ნაცვლად, მისი მშვიდობიანი გადაცემა;
  • ერთი რამ ნათელია, ეს არის ქვეყანა, რომელმაც ისწავლა პოლიტიკური უთანხმოების ტრანსფორმირება რეალურ საპარლამენტო დებატებში; თუ ვინმეს ისევ წარმოუდგენია, რომ პუტინის ტიპის ადამიანია საქართველოს ლიდერი, ძნელი წარმოსადგენია, რომ ასეთმა ადამიანმა შეძლოს ექვს საათზე მეტი ხნის მანძილზე დებატების გამართვა პარლამენტში; 
  • მას შემდეგ, რაც ჩემი საპრეზიდენტო ვადა ამოიწურება, მე ძალაუფლებას ქართველ ხალხს გადავცემ და არა საქართველოს მტერს;   
  • მისი თქმით, ეს საპარლამენტო დებატები იყო საქართველოში ახალი პოლიტიკური კულტურის არსებობის დემონსტრირება. ”ახალი სახელმწიფო ჩამოყალიბდა; ჩამოყალიბდა ახალი პოლიტიკური და საპარლამენტო კულტურა... ასეთი კარგი პარლამენტი საქართველოს არ ყოლია,” - განაცხადა სააკაშვილმა.  

Civil.Ge © 2001-2024