ბაიდენი პარლამენტში სიტყვით გამოვიდა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 23 Jul.'09 / 20:47
  • სამხედრო თანამშრომლობაში აქცენტი წვრთნაზე გაკეთდება;
  • ”გადატვირთვა” არ მოხდება საქართველოს ხარჯზე;
  • ”იყავით აყვავებული, რომ აღადგინოთ ტერიტორიული მთლიანობა”
  • ”აშშ დაგეხმარებათ ვარდების რევოლუციის დამაპირების შესრულებაში”

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა 23 ივლისს áƒ¡áƒáƒ¥áƒáƒ áƒ—ველოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, რომ იგი თბილისში ჩამოვიდა ”მარტივი, პირდაპირი გზავნილით - ჩვენ, ამერიკის შეერთებული შტატები, თქვენს გვერდით ვდგავართ უსაფრთხო, თავისუფალი, დემოკრატიული და, ისევ და ისევ, ერთიანი საქართველოსკენ მიმავალ გზაზე”.

ბაიდენმა ხაზი გაუსვა, რომ მისი თბილისში ჩამოსვლა ”მოხდა სპეციალურად მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი ობამა მოსკოვს ეწვია”.

მან განაცხადა, რომ შარშან აგვისტოში, როდესაც ის იჯდა ”რესტორანში პრეზიდენტ სააკაშვილთან ერთად და როდესაც საარტილერიო ცეცხლის და საბრძოლო áƒ—ვითმფრინავების ხმა ჯერ კიდევ არღვევდა ღამის სიმშვიდეს”, მან გამოხატა მხარდაჭერა საქართველოს მიმართ სენატორის რანგში.

”დღეს აქ მე კვლავ გამოვხატავ [მხარდაჭერას] როგორც ვიცე-პრეზიდენტი,” - განუცხადა ჯო ბაიდენმა ქართველ დეპუტატებს, რომელთა აპლოდისმენტებმა რამოდენიმეჯერ შეაწყვეტინეს მას გამოსვლა, ძირითადად მაშინ, როდესაც ვიცე-პრეზიდენტი საქართველოსადმი მკაფიო მხარდაჭერის შემცველ განცხადებებს აკეთებდა.

ბაიდენის თქმით, მისთვის ცნობილია, რომ არსებობს გარკვეული შიში საქართველოში, რომ აშშ-ის მცდელობები ”გადატვირთოს” ურთიერთობები რუსეთთან áƒ¨áƒ”საძლოა საქართველოს ხარჯზე მოხდეს.

”მოდით, ნათლად ვიტყვი: ეს ასე არ არის, არ იქნება და ვერ იქნება,” - განაცხადა ბაიდენმა.

მისი თქმით, ამერიკისთვის მიუღებელია ”მე-19 საუკუნის დროინდელ წარმოდგენები áƒ’ავლენის სფეროების შესახებ; áƒáƒ¡áƒ”თ áƒ áƒáƒ›áƒ”ს ადგილი áƒáƒ  უნდა ქონდეს 21-ე საუკუნეში”.

ტერიტორიული მთლიანობა
 
”ჩვენ არ მოვახდენთ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებას და მოვუწოდებთ მსოფლიოს არ აღიარონ ისინი,” - განაცხადა ბაიდენმა.

მან იქვე მოუწოდა საქართველოს ”კარი ღია დატოვოს აფხაზებისა და ოსებისთვის, რათა მათ იცოდნენ, რომ სხვა არსებული სტატუს ქვოს გარდა სხვა არჩევანიც არსებობს”.

”ჩვენი აზრით, არასტაბილურობა და განახლებული კონფლიქტი უზრუნველყოფს არსებული მიუღებელი სტატუს ქვოს გაგრძელებას,” - განაცხადა ბაიდენმა. ”სამხედრო გზით რეინტეგრაცია შეუძლებელია; მხოლოდ მშვიდობიან და აყვავებულ საქართველოს გააჩნია ტერიტორული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივა, იმ გზით რომ დაანახოს აფხაზებს და ოსებს ის საქართველო, სადაც მათ შეუძლიათ იყონ თავისუფალი და სადაც მათი მოსახლეობა აყვავდება, სადაც მათ შეუძლიათ მიიღონ ავტონომია ფედერალური სისტემის ფარგლებში, სადაც ცხოვრება შეიძლება ბევრად უკეთესი იყოს მათთვის, ვიდრე ახლაა; უჩვენეთ მათ თქვენი ერის მოდელის ნამდვილი სარგებელი”.

ბაიდენმა მოუწოდა რუსეთს პატივი სცეს იმ საერთაშორისო ვალდებულებებს, რომლებიც ”ნათლად არის ასახული”  12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაში და რომელიც ითვალისწინებს ”ყველა áƒ¡áƒáƒ›áƒ®áƒ”დრო ძალის áƒ’აყვანას კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე და საბოლოო ჯამში მთლიანად თქვენი ტერიტორიებიდან”.

სამხედრო თანამშრომლობა

სამხედრო თანამშრომლობის შესახებ საუბრისას ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ-ი მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოსთან, áƒ áƒáƒ—ა მოხდეს ქართული ჯარის ”მოდერნიზაცია.” 

ამ მხრივ, მისი თქმით, ”აქცენტები წვრთნაზე, დაგეგმარებასა და ორგანიზებაზე გაკეთდება”.

გამოსვლაში ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ საქართველოს ნატოში მისწრაფებას ”სრულიად უჭერს მხარს”.

”ჩვენ ვიმუშავებთ, რათა განვაგრძოთ თქვენი დახმარება, რათა მოხდეს ნატოს წევრობისთვის საჭირო სტანდარტების დაკმაყოფილება,” - განაცხადა მან. 

დემოკრატია

დემოკრატიული რეფორმების შესახებ ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ ელის, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი შეასრულებს მის დანაპირებს, რომელიც 20 ივლისს პარლამენტში გამოსვლისას გააკეთა. 

მისი თქმით, 2003 წლის ვარდების რევოლუცია, მრავალწლიანი ”ეკონომიკური სიდუხჭირის და არადემოკრატიული მმართველობისკენ უკუსვლის შემდეგ”, იყო ”თავისუფლებისა და დემოკრატიისადმი áƒ®áƒ›áƒáƒ›áƒáƒ¦áƒáƒšáƒ˜ მოწოდება, რაც áƒ’აგონილ იქნა მთელს მსოფლიოში”.

თუმცა, ბაიდენმა ასევე განაცხადა: ”ვარდების რევოლუცია მხოლოდ მაშინ იქნება სრულყოფილი, როდესაც ხელისუფლება იქნება გამჭირვალე, ანგარიშვალდებული და მთლიანად მონაწილეობითი; როდესაც საკითხების განხილვა მოხდება ამ ორგანოს [პარლამენტის] შიგნით, და არა მხოლოდ გარეთ, ქუჩაში; როდესაც თქვენ სრულად მოაგვარებთ ძირითად საკონსტიტუციო საკითხებს პარლამენტსა და აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის ძალაუფლების დაბალანსების კუთხით და áƒ áƒáƒ“ესაც ყველასთვის თანასწორი პირობების მიმცემ საარჩევო სისტემას შექმნით; როდესაც მედია იქნება სრულიად დამოუკიდებელი და პროფესიონალური, რომ მიაწოდოს ხალხს ინფორმაცია, რათა მათ ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღება შეეძლოთ და რათა ხელისუფლება ანგარიშვალდებული იყოს მიღებულ გადაწყვეტილებებზე; როდესაც სასამართლოები თავისუფალი იქნება გარე ზემოქმედებისგან და კანონის უზენაესობა მტკიცედ დამყარდება და როდესაც ძალაუფლების გადაცემა მოხდება მშვიდობიანი, კონსტიტუციური და დემოკრატიული პროცესების გზით, და არა ქუჩაში”.

ბაიდენმა ასევე განაცხადა, რომ აშშ განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას, რათა მოხდეს ვარდების რევოლუციის ”დემოკრატიული დანაპირების შესრულება”.

”ისტორიული გამოსვლა”

პარლამენტში გამოსვლის შემდეგ ბაიდენი აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან დევნილ სკოლის მოსწავლეებს შეხვდა, რომელიც ქართულმა ტელევიზიებმა პირდაპირ ეთერში გადასცეს, პრეზიდენტმა სააკაშვილმა ამ შეხვედრაზე უთხრა ვიცე-პრეზიდენტს, რომ მისი გამოსვლა პარლამენტში იყო ”ნამდვილად ისტორიული და ძალიან შთამაგონებელი”. ”მე ამან ნამდვილად ამაღელვა,” - განაცხადა მან.

Civil.Ge © 2001-2024