მმართველმა პარტიამ ომბუდსმენის კანდიდატურა შეარჩია
სივილ ჯორჯია, თბილისი / 28 Jul.'09 / 19:07

ნაციონალურმა მოძრაობამ  სახალხო დამცველის პოსტზე კანდიდატად გიორგი ტუღუში შეარჩია, რომელიც ამ თანამდებობაზე სოზარ სუბარს შეცვლის. ამ უკანასკნელის ვადა 16 სექტემბრს áƒ˜áƒ¬áƒ£áƒ áƒ”ბა.

32 წლის გიორგი ტუღუში, áƒáƒ›áƒŸáƒáƒ›áƒáƒ“ ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტში მუშაობს, áƒ áƒáƒ›áƒšáƒ˜áƒ¡ მიზანი სახალხო დამცველის აპარატის შესაძლებლობების გაზრდაა.

ტუღუში, რომელიც ევროპის საბჭოს წამების საწინააღმდეგო კომიტეტის წევრია, 2004 წლიდან რამოდენიმე წლის განმავლობაში მუშაობდა ადამიანის უფლებათა ოფიცრად ეუთოს მისიაში საქართველოში, ხოლო 2003 წელს გაეროს განვითარების პროგრამის ექსპერტად სამართლებრივ საკითხებში.

2003 წლის მაისამდე, შვიდი თვის მანძილზე, იგი თავისუფლების ინსტიტუტში მედია პროექტების კოორდინატორი იყო.

2000-2002 წლებში ტუღუში იყო ურბანული ინსტიტუტი/USAID-ის ექსპერტი სამართლებრივ საკითხებში, ხოლო 1999-2000 წლებში თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის აპარატის უფროსი.

მას ლუნდის უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხი აქვს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალში და ასევე თბილისის საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის მაგისტრის ხარისხი სახელმწიფო ადმინისტრირებაში.

28 ივლისს მმართველი პარტიის დეპუტატებთან შეხვედრამდე გაკეთებულ მოკლე კომენტარში ტუღუშმა განაცხადა, რომ ადამიანის უფლებები ”ეს ჩემი სფეროა, რომელიც ჩემთვის ახალი არ არის.”

”ჩვენ შევარჩიეთ მისი კანდიდატურა ადამიანის უფლებების სფეროში მისი გამოცდილების გამო; იგი ასევე გამოცდილია საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობაში ადამიანის უფლებების კუთხით,” - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დეპუტატმა პავლე კუბლაშვილმა.

დეპუტატებმა საპარლამენტო უმცირესობიდან ასევე დაასახელეს თავიანთი კანდიდატურა სახალხო დამცველის პოსტზე. მათ განაცხადეს 28 ივლისს, რომ მათი კანდიდატურა პარტია ”ჩვენ თვითონ”-ის წევრი და ადამიანის უფლებათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეზე დიმიტრი ლორთქიფანიძეზე იქნება.  

პარლამენტის ბიუროს დღევანდელი გადაწყვეტილებით დეპუტატები კანდიდატურებს კენჭს 31 ივლისის სხდომაზე უყრიან.

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა, გიორგი თარგამაძემ კენჭისყრის გადადება მოითხოვა  და მიზეზად თემის მიმართ საზოგადოების მაღალი ინტერესი და კანდიდატებისთვის თავიანთი პროგრამის ფართო საზოგადოებისთვის გასაცნობად მეტი დროის მიცემა  დაასახელა. თუმცა დეპუტატებმა მმართველი პარტიიდან ეს მოსაზრება არ გაიზიარეს. 

Civil.Ge © 2001-2024