სამეურვეო საბჭოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელის არჩევისას გამჭირვალობისკენ მოუწოდებენ
სივილ ჯორჯია, თბილისი / 4 Aug.'09 / 17:28

მედია აქტივისტების და ჟურნალისტების ერთმა ჯგუფმა დაიწყო კამპანია, რათა უზრუნველყონ საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი გენერალური დირექტორის ”გამჭირვალე და სამართლიანი” არჩევნები.

თექვსმეტი ადამიანი იბრძვის საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელის პოსტისთვის, რომელიც მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც ლევან ყუბანეიშვილმა თანამდებობდა დატოვა; მას ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განმარტება ჯერ კიდევ არ გაუკეთებია. 

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს განცხადებით ის áƒ™áƒáƒœáƒ“იდატებს მეორე ტურისთვის  მათი პროფესიული გამოცდილების და მაუწყებლის განვითარებაზე მათი ხედვის áƒ¡áƒáƒ¤áƒ£áƒ«áƒ•áƒ”ლზე 6 აგვისტოსთვის შეარჩევს, ხოლო შემდეგ მეორე ტურში გასულ კანდიდატებთან გასაუბრებებს გამართავს და გამარჯვებულს 10 აგვისტოსთვის გამოავლენს.

გავცელებული ინფორმაციით, გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი გია ჭანტურია, რომელიც ყუბანეიშვილის მოადგილე იყო, ხელისუფლებისთვის ყველაზე მისაღები კანდიდატია და სავარაუდოდ, სწორედ მას აირჩევს სამეურვეო საბჭო.

პეტიცია, რომელიც მედია აქტივისტების ჯგუფმა, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა და ჟურნალისტებმა ინტერნეტით 3 აგვისტოს გაავრცელეს, áƒ›áƒáƒ˜áƒ—ხოვს სამეურვეო საბჭოსგან უზრუნველყოს გამჭირვალე საარჩევნო პროცესი და მეორე ტურში გასულ კანდიდატებთან გასაუბრებები áƒžáƒ˜áƒ áƒ“აპირ ეთერში გადაიცეს, რათა áƒ’აბათილდეს ვარაუდები, რომ მთლიანი საარჩევნო პროცედურები უბრალო ფორმალობაა áƒ“ა რომ გამარჯვებული უკვე გარკვეულია.

საბჭოს თავმჯდომარემ ლევან გახელაძემ განაცხადა, რომ საბჭო ამ მოთხოვნის წინააღმდეგია.

გახელაძის თქმით, კანონი არ ავალდებულებს საბჭოს გასაუბრებები საჯარო გახადოს და მეორე მხრივ, განაგრძო მან, გასაუბრებებზე შესაძლოა დასმული იქნას ისეთი კითხვები, რომლებიც ”პირადი ხასიათის ინფორმაცია” შეიცავს. მან ასევე განაცხადა, რომ საბჭოს წევრებს უნდა ჰქოდეთ საშუალება იმუშაონ და მიიღონ გადაწყვეტილებები ”მშვიდ პირობებში” სატელევზიო კამერების გარეშე.

4 აგვისტოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლენთან შეხვედრაზე ძირითადი კანდიდატები შეთანხმდნენ, რომ მათთან გასაუბრება საბჭოს წევრებმა პირდაპირ ეთერში გამართონ. შეხვედრას, რომელიც ფონდი ღია საზოგადოება - საქართველოს და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა, áƒáƒ  დასწრებია áƒ’ია ჭანტურია.    

პეტიციას, რომლის ინიციატორებიც არიან ჟურნალების ”ცხელი შოკოლადი” და ”ლიბერალის” გამომცემლები, ასევე ჟურნალისტები ნინია კაკაბაძე, ნინო ზურიაშვილი; ისტორიკოსი ლაშა ბაქრაძე და მედია მკვლევარი ნინო დანელია, სამშაბათს შუადღისთვის 70-ზე მეტი ადამიანი შეუერთდა და  ის 6 აგვისტომდე ღიაა ხელმოწერებისთვის.

პეტიცია ასევე მოუწოდებს სამეურვეო საბჭოს პირველი არხის პირდაპირ ეთერში გადაიცეს დებატები, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ მეორე ტურში გასული კანდიდატები, სამეურვეო საბჭოს წევრები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები. როგორც მოსალოდნელია მეორე ტურში გასულ კანდიდატებს შორის შედგება პირდაპირ ეთერში დებატები, თუმცა აუდიტორიის áƒ“ასწრების გარეშე.

”ჩვენს მიერ წამოყენებული მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, უნდობლობას ვუცხადებთ სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებას და უფლებას ვიტოვებთ, მოვითხოვოთ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის არჩევნების გადატანა ახალი სამეურვეო საბჭოს არჩევნებამდე,” - ნათქვამია პეტიციაში.

ამჟამად სამეურვეო საბჭოში რვა წევრია (სამი მათგანი ახალი არჩეულია); ერთი ადგილი ვაკანტური რჩება. გასულ კვირაში მმართველი პარტია გამოვიდა ინიციატივით საბჭოს წევრების რაოდების ცხრიდან თხუთმეტამდე გაზრდასთან დაკავშირებით და ეს წინადადება áƒžáƒáƒ áƒšáƒáƒ›áƒ”ნტმა პირველი მოსმენით უკვე დაამტკიცა.

Civil.Ge © 2001-2024