საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორობის კონკურსის მეორე ტურში სამი კანდიდატი გავიდა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 6 Aug.'09 / 13:36

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ 6 აგვისტოს თხუთმეტი კანდიდატიდან სამი შეარჩია, რომლებიც საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის პოსტზე გამოცხადებული კონკურსის მეორე ტურში გავიდნენ.  

საბჭოს რვა წევრმა ფარული კენჭისყრით შემდეგი კანდიდატები შეარჩია: გია ჭანტურია, გენერალურ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, რომელიც ლევან ყუბანეიშვილის გადადგომამდე მისი მოადგილე იყო; ჟურნალისტი ზვიად ქორიძე და რეჟისორი გიორგი კაჭარავა.  

ქორიძემ და კაჭარავამ შვიდ-შვიდი ხმა მიიღებს, ხოლო ჭანტურიამ - ექვსი. (კანდიდატების ბიოგრაფიები და მათი საპროგრამო პრიორიტეტები იხილეთ ქვემოთ ბმულებში)

საბჭოს თითოეულ წევრს იმდენი კანდიდატისთვის შეეძლო ხმის მიცემა, რამდენისთვისაც სურდათ; მეორე ტურში ის კანდიდატები გავიდნენ, რომელთაც ხუთ ხმაზე მეტი მიიღეს. 

ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის დამფუძნებელმა და ყოფილმა თანამფლობელმა ეროსი კიწმარიშვილმა მხოლოდ 1 ხმა მიიღო.

კაჭარავა, რომელმაც შვიდი ხმა მიიღო, საბჭოსთვის წარდგენილი პროგრამულ პრიორიტეტებში, ყველაზე მეტ ყურადღებას áƒ¡áƒáƒ¢áƒ”ლევიზიო სერიალების და გასართობი შოუების წარმოების აუცილებლობას უთმობს.

კონკურსში მონაწილეობისთვის განაცხადი სულ 16-მა ადამიანმა წარადგინა, თუმცა ერთი კანდიდატი, რუსულენოვანი სატელევიზიო ქსელის RTVi-ს საინფორმაციო სამსახურის უფროსი გიორგი ციხისელი კონკურსზე არ დაუშვეს არასწორედ შევსებული სარეგისტრაციო დოკუმენტების გამო.

7 აგვისტოს საზოგადოებრივ მაუწყებელზე პირდაპირ ეთერში გადაიცემა დებატები სამ კანდიდატს შორის, რომელსაც ჟურნალისტი დავით პაიჭაძე წარუძღვება.

სატელევიზიო დებატები აუდიტორიის გარეშე ჩატარდება.საზოგადოებრივი ორგანიზაციების, ჟურნალისტებისა და აქტივისტების ერთი ჯგუფი ითხოვდა, რომ დებატებს სტუდიაში მათი წარმომადგენლებიც დასწრებოდნენ რათა საშუალება ქონოდათ შეკითხვები დაესვათ კანდიდატებისთვის. áƒ”ს ჯგუფი ასევე მოითხოვს სამეურვეო საბჭოს წევრების მიერ სამ კანდიდატთან გასაუბრებების პირდაპირ ეთერში ჩვენებას. თუმცა, სამეურვეო საბჭომ არც ეს მოთხოვნა გაიზიარა.

გია ჭანტურია - ბიოგრაფია / პროგრამული პრიორიტეტები
ზვიად ქორიძე - ბიოგრაფია / პროგრამული პრიორიტეტები
გიორგი კაჭარავა - ბიოგრაფია / პროგრამული პრიორიტეტები

Civil.Ge © 2001-2024