პარლამენტმა ავღანეთში ქართული ძალების გაგზავნის დადგენილება მიიღო
სივილ ჯორჯია, თბილისი / 6 Aug.'09 / 18:17

პარლამენტმა 6 აგვისტოს მიიღო დადგენილება ავღანეთის სამშვიდობო მისიაში საქართველოს შეიარაღებული ძალების მონაწილეობის  შესახებ.

პრეზიდენტის გადაწყვეტილების საფუძველზე, ქვეითთა ერთი ასეული გვიან შემოდგომაზე გაემგზავრება ავღანეთში, ბატალიონი კი 2010 წელს.

საფრანგეთის კონტინგენტის დაქვემდებარებაში საქართველოს შეიარაღებული ძალების ერთი ასეული განთავსდება, ამერიკის შეერთებული შტატების კონტინგენტში - ერთი ბატალიონი, ხოლო თურქეთის კონტინგენტში - ორი სამხედრო მოსამსახურე.

 

Civil.Ge © 2001-2024