ამერიკელი საზღვაო ქვეითები ქართველ ჯარისკაცებს ავღანეთისთვის გაწვრთნიან
სივილ ჯორჯია, თბილისი / 14 Aug.'09 / 18:22

ამერიკელი საზღვაო ქვეითი ინსტრუქტორები თბილისში 15 აგვისტოს ჩამოვლენ, რათა გაწვრთნან ქართული ბატალიონი ავღანეთში მისიის 2010 წლის გაზაფხულიდან შესასრულებლად, განაცხადა პარასკევს აშშ-ის საელჩომ საქართველოში. 

”წვრთნებისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა იმ უნარჩვევების გამომუშავებას, რომელიც ქართველ ჯარისკაცებს სხვა პარტნიორი სამხედრო ქვედანაყოფების გვერდით კონტრ-ტერორისტულ გარემოში მოქმედებისათვის დასჭირდებათ,”- ნათქვამია საელჩოს ინფორმაციაში.

”წვრთნებისას საქართველოს არმიას არ გადაეცემა შეიარაღება,”- აღნიშნავს ამერიკული მხარე.

წვრთნის პროგრამა 1 სექტემბერს დაიწყება.

6 აგვისტოს საქართველოს პარლამენტმა მიღებული გადაწყვეტილებით მწვანე შუქი მისცა ქართული ძალების ავღანეთში გაგზავნას.

საქართველო შემოდგომაზე ავღანეთში ქვეითთა ასეულს, ხოლო 2010 წელს ერთ ბატალიონს გაგზავნის.

ქართველი ქვეითები საფრანგეთის ძალების, ბატალიონი კი აშშ-ის მეთაურობის ქვეშ იმსახურებს.

”როიტერი” და New York Times-ი იტყობინებოდნენ 13 აგვისტოს პენტაგონის ოფიციალური წარმომადგენლის ჯეფ მორელის სიტყვებზე დაყრდნობით, რომ ”ეს [წვრთნის პროგრამა] არ არის გათვლილი იმაზე, რომ ისინი [ქართველი ჯარისკაცები] ქვეყნის შიდა თავდაცვაში მოვამზადოთ.”

”ეს არის აშშ-ის დახმარება საქართველოსადმი, რათა áƒ›áƒáƒœ წვლილი შეიტანოს ავღანეთის ოპერაციაში, რაც, ყველა აღიარებს, რომ არის საჭირო და ღირებული,”- აცხადებს მორელი. 

”ჩვენ ძალიან გულწრფელები ვიყავით ჩვენს რუს კოლეგებთან იმასთან დაკავშირებით, თუ რის გაკეთებას ვაპირებთ [საქართველოში],” - აღნიშნავს ის.

New York Times-ის ცნობით, მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში ამერიკელ საზღვაო ქვეითთა რაოდენობა, რომლებიც წვრთნებს ჩაატარებენ, 10-დან 69-მდე იმერყევებს.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მე-3 ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონი ”ყოველგვარი ეროვნული შეზღუდვის გარეშე იქნება წარგზავნილი,” რაც იმას ნიშნავს, რომ თბილისი არ დააწესებს შეზღუდვებს áƒ›áƒáƒ— გადაადგილებასა და მისიის შინაარსზე áƒáƒ•áƒ¦áƒáƒœáƒ”თში.  

აშშ-ის საელჩოს შეფასებით, ”საქართველოს სურვილი, გაგზავნოს ბატალიონი საერთაშორისო უსაფრთხოების მზარდაჭერის ოპერაციაში ნატოელი პარტნიორების დასახმარებლად ავღანეთის სტაბილურობისა და უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში შეტანილი ფასდაუდებელი წვლილია”.

დაგეგმილი წვრთნის პროგრამის შესახებ áƒžáƒ˜áƒ áƒ•áƒ”ლად 10 აგვისტოს გახდა ცნობილი, როდესაც ამაზე თბილისში მყოფმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწემ მეთიუ ბრაიზამ განაცხადა”ჩვენ გავწვრთნით და შემდეგ იმ აღჭურვილობით დავეხმარებით, რაც ქართველ სამხედროებს დასჭირდებათ ადგილზე ავღანეთში”. 

ანალოგიური წვრთნა ჩაუტარეს ამერიკელმა სამხედრო ინსტრუქტორებმა ქართულ დანაყოფებს ერაყში განთავსებამდე. საქართველომ თავისი დაახლოებით 2 ათასი სამხედრო ერაყიდან შარშან, აგვისტოს ომის დროს გამოიწვია.

Civil.Ge © 2001-2024