საქართველომ დსთ-დან გამოსვლის პროცესი დაასრულა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 18 Aug.'09 / 11:32

საქართველომ ერთწლიანი ფორმალური პროცედურის შემდეგ 18 აგვისტოს საბოლოოდ დატოვა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა (დსთ).

პრეზიდენტმა სააკაშვილმა დსთ-ს დატოვების გადაწყვეტილება შარშან 12 აგვისტოს გამოაცხადა, როგორც ”დამშვიდობება საბჭოთა კავშირთან”.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ჯალაღონიამ 17 აგვისტოს განაცხადა, რომ დსთ-ს დატოვების მიუხედავად, საქართველო კვლავ რჩება ორგანიზაციის ფორმატში გაფორმებული 75 მრავალმხრივი შეთანხმების მონაწილე, მათ შორის უვიზო მიმოსვლისა და თავისუფალი ვაჭრობის სფეროებში.

საქართველო იყო უკანასკნელი ქვეყანა, რომელმაც 1993 წლის დეკემბერში გადაწყვიტა შეერთებოდა დსთ-ს და პირველი, რომელმაც დატოვა ორგანიზაცია, რომელშიც ამჟამად 11 ყოფილი საბჭოთა áƒ¥áƒ•áƒ”ყანა რჩება.

Civil.Ge © 2001-2024