სეპარატისტული აფხაზეთის უშიშროების საბჭოს მდივანი გადადგა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 18 Aug.'09 / 17:14

სეპარატისტული აფხაზეთის უშიშროების საბჭოს áƒ›áƒ“ივანი სტანისლავ ლაკობა თანამდებობიდან გადადგა, იტყობინება ”აფსნიპრესი” 18 აგვისტოს.

ლაკობას თქმით, მისი ეს გადაწყვეტილება განაპირობა  ”უკანასკნელმა მოვლენებმა, რომლებიც უკავშირდება აფხაზეთის მოქალაქეობის შესახებ კანონში ცვლილებებს და სხვა”. 

სეპარატისტული აფხაზეთის პარლამენტმა 31 ივლისს მიიღო áƒ’ადაწყვეტილება მოქალაქეობის შესახებ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, რომლის თანახმადაც áƒ’ალის რაიონში მცხოვრები ათასობით ეთნიკური ქართველი აფხაზური მოქალაქეობის მიღებას შეძლებდა. თუმცა ადგილობრივი ოპოზიციური ჯგუფების მხრიდან პროტესტის შემდეგ სეპარატისტი ლიდერი სერგეი ბაღაფში, რომელიც მხარს უჭერდა ამ გადაწყვეტილებას, áƒ˜áƒ«áƒ£áƒšáƒ”ბული გახდა კანონი უკან დაებრუნებინა პარლამენტისთვის გადასახედად. 6 აგვისტოს დე ფაქტო პარლამენტმა გააუქმა ეს ცვლილება. 

ეს უკვე მეორე ფაქტია, როცა სეპარატისტულ ხელისუფლებას მაღალი თანამდებობის პირი ტოვებს. ცოტა ხნის წინ ასეთივე გადაწყვეტილება რაულ ხაჯიმბამ მიიღო, როდესაც áƒ“ატოვა ვიცე-პრეზიდენტის პოსტი რეგიონში დეკემბერში დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების წინ.

 

Civil.Ge © 2001-2024