ბაღაფში ზემო კოდორის ხეობას სტუმრობდა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 20 Aug.'09 / 19:34

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი სერგეი ბაღაფში 20 აგვისტოს ზემო კოდორის ხეობაში იმყოფებოდა, სადაც მან სოფლები ჩხალთა, აჟარა, გენწვიში და ქვაბჩარა მოინახულა, იტყობინება აფხაზური საინფორმაციო სააგენტო ”აფსნიპრესი”.

მას თან ახლდნენ სეპარატისტული რეგიონის შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრები, ასევე უშიშროების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი. ამავე წყაროს ცნობით, ვიზიტისას ბაღაფშმა განკარგულება გასცა ”აღადგინონ ხეობაში გზები და ხიდები, რომლებსაც ეს ესაჭიროება. ”

ვიზიტის დასასრულს ბაღაფში ეწვია ”ახალგაზრდულ სამხედრო-პატრიოტულ ბანაკს”, რომელსაც ყოველწლიურად აწყობს ორგანიზაცია ”ახალგაზრდა აფხაზეთი” áƒ“ა რომელიც წელს ზემო კოდორის ხეობაშიც გატარდა. .

12 აგვისტოს, ზემო კოდორის ხეობის აღებიდან ერთი წლის თავზე, სეპარატისტული რეგიონის ხელისუფლებამ გამოაქვეყნა იმ შეიარაღების ნუსხა, რომელიც მათი მტკიცებით, ქართულმა შეიარაღებულმა ძალებმა ხეობაში დატოვეს.

ამ ნუსხაში შედის: რპგ-7 ტანკსაწინააღმდეგო ყუმბართმტყორცნის 10 ათასამდე ჭურვი;  82 მმ-იანი ნაღმტყორცნის 600 ჭურვი და 60 მმ-იანი ნაღმტყორცნის 804 ჭურვი; ”ნურს”-ის ტიპის 350 ერთეული რეაქტიული ჭურვი;  12 ერთეული 122 მმ-იანი დ-30 ტიპის ჰაუბიცა;  ოთხი ერთეული მრავალფუნქიური მსუფუქად დაჯავშნული ტექნიკა (МТЛБ);  ოთხი ერთეული ”ზუ-23-2” ტიპის საზენიტო დანადგარი და ერთი  ”ლარ-160” ტიპის სარაკეტო სისტემა.

Civil.Ge © 2001-2024