ვაშაძე: ბაღაფში კრიმინალია
სივილ ჯორჯია, თბილისი / 2 Sep.'09 / 15:44

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რომ აფხაზეთის ლიდერი სერგეი ბაღაფში კრიმინალია და მის მუქარებზე კომენტარის გაკეთება ქართველი სამართალდამცავების საქმეა.

”ბაღაფშის განცხადებებზე კომენტარს გენერალური პროკურატურა, შინაგან საქმეთა სამინისტრო და იუსტიციის სამინისტრო გააკეთებენ, რადგანაც კრიმინალი ციხეში უნდა იჯდეს და ის აუცილებლად იჯდება ქართულ ციხეში,” - განუცხადა ვაშაძემ ჟურნალისტებს 2 სექტემბერს მთავრობის სხდომის დაწყებამდე.

მან ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ჟურნალისტებმა სთხოვეს კომენტარი áƒ‘აღაფშის განცხადებაზე, რომელმაც გასცა ბრძანება განადგურდეს ყველა ის ქართული გემი, რომელიც ”აფხაზეთის საზღვარს დაარღვევს”. ბაღაფშის áƒ—ქმით, ეს ნაბიჯი ნაკარნახევია ”საქართველოს მხრიდან შეუჩერებელი მეკობრული მოქმედებებით”.

Civil.Ge © 2001-2024