სეპარატისტული რეგიონების აღიარება ”იზოლირებული” რჩება - აშშ
სივილ ჯორჯია, თბილისი / 11 Sep.'09 / 11:11

ის ფაქტი, რომ რუსეთმა ”იპოვა” მხოლოდ ორი ქვეყანა - ნიკარაგუა და ვენესუელა საქართველოს სეპარატისტული რეგიონების აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებისთვის, ”ხაზს უსვამს, თუ როგორი იზოლირებულია ეს ხედვა,”- განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ფილიპ ქროუილიმ 10 სექტემბერს.

როცა მას პრესკონფერენციაზე კითხეს ვენესუელას პრეზიდენტის განცხადებაზე, რომ ის აღიარებს სეპარატისტულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს, ქროულიმ განაცხადა: ”ჩვენ კვლავაც გვჯერა, ისევე როგორც სხვა ქვეყნების დიდ უმრავლესობას, რომ სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი საქართველოს ნაწილებია და რომ ამ საკითხის მოგვარება უნდა მოხდეს არა [ამ რეგიონების] აღიარებით, არამედ, პირველ რიგში, სიტუაციის სტაბილიზაციით და შემდეგ ამ რეგიონების საქართველოში ინტეგრაციით”.

Civil.Ge © 2001-2024