დეპუტატებმა პარლამენტის სხდომების ქუთაისში გადატანას დაუჭირეს მხარი
სივილ ჯორჯია, თბილისი / 11 Sep.'09 / 14:24

პარლამენტმა 11 სექტემბერს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა áƒ¡áƒáƒ™áƒáƒœáƒ¡áƒ¢áƒ˜áƒ¢áƒ£áƒªáƒ˜áƒ ცვლილებას, რომელიც საკანონდებლო ორგანოს საქმიანობის თბილისსა და ქუთაისს შორის გაყოფას ითვალისწინებს.

ცვლილების თანახმად, 2012 წლის 1 იანვრიდან პარლამენტის პლენარული სხდომები ქუთაისში გაიმართება; ხოლო დანარჩენი საქმიანობები, მათ შორის საპარლამენტო კომიტეტების მოსმენები კვლავ თბილისში ჩატარდება.

დეპუტატები საპარლამენტო უმცირესობიდან ამ ინიციატივის წინააღმდეგ გამოვიდნენ, რადგანაც მათი თქმით, ეს ქმედება ვერ დაეხმარება საკანონდებლო ორგანოს მუშაობის გაუმჯობესებას. დეპუტატებმა ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობიდან კატეგორიულად მოსთხოვეს იუსტიციის მინისტრის მოადგილეს, რომელმაც სხდომაზე საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი წარადგინა, ეთქვა დეპუტატებისთვის, თუ რამდენი დაუჯდებოდა ბიუჯეტს ამ ინიციატივის განხორციელება. მთავრობის წარმომადგენელმა თანხა ვერ დაასახელა.

დეპუტატმა მმართველი პარტიიდან აკაკი ბობოხიძემ, რომელიც ამ ცვლილების ერთ-ერთი ინიციატორია, განაცხადა, რომ საკანონდებლო ორგანოს ნაწილობრივი გადატანა ქუთაიში 30 მილიონ ლარზე მეტი არ დაჯდება.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, დეპუტატმა პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა, რომ ამ გადაწყვეტილების შედეგად მოხდება ქვეყნის ”პოლიტიკური ეპიცენტრის” ნაწილობრივ გადატანა თბილისიდან დასავლეთ საქართველოში, რაც მისი თქმით, დაეხმარება პოლიტიკურ სტაბილურობას და საქართველოს მეორე დიდ ქალაქში ”პოლიტილური ცხოვრების გამოცოცხლებას”. მან ასევე განაცხადა, რომ ეს დაეხმარება ამ რეგიონში ”ეკონომიკური დინამიზმის გაზრდას”.          

Civil.Ge © 2001-2024