კონსერვატორები ოპოზიციის უფრო ორგანიზებული გაერთიანებისკენ მოუწოდებენ
სივილ ჯორჯია, თბილისი / 11 Sep.'09 / 18:11

კონსერვატიული პარტია ოპოზიციურ ძალებს სტრუქტურული გაერთიანებისაკენ მოუწოდებს, რომელსაც შიდა არჩევნების, ე.წ. პრაიმერის გზით გამოვლენილი ერთიანი ლიდერი ეყოლება.

”წარსულის შეცდომების გათვალისწინებით ეს გაერთიანება უნდა იყოს უფრო ორგანიზებული, ვიდრე ადრე არსებული სპონტანური შტაბები,”- აცხადებს კონსერვატიული პარტია საგანგებო მიმართვაში, ”ოპოზიციური გაერთიანება გაცილებით ეფექტური იქნება ხელისუფლების წინააღმდეგ უთანასწორო ბრძოლაში, ვიდრე დაქსაქსული პარტიები ცალ-ცალკე მიუხედავად იმისა, თუ რა სტრატეგიას ავირჩევთ ყველა ერთად - ახალ საპროტესტო ტალღას თუ არჩევნებში მონაწილეობას”.

პარტია ოპოზიციურ ძალებს კონსულტაციების გაგრძელებისკენ მოუწოდებს, რათა 1 ოქტომბრამდე იქნას გადაწყვეტილება მიღებული, თუ ”რა ფორმით ვაპირებთ პოლიტიკური პროცესის წარმართვას”.

Civil.Ge © 2001-2024