უცხოური ინვესტიციები 2009 წლის პირველ ნახევარში 80.2%-ით შემცირდა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 17 Sep.'09 / 10:05

საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტის ცნობით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 2009 წლის პირველ ნახევარში 226.1 მილიონ აშშ დოლარამდე შემცირდა, 2008 წლის ანალოგიური პერიოდის 1.143 მილიარდ აშშ დოლართან შედარებით.

2009 წლის მეორე კვარტლის მონაცემებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ასევე შემცირდა 92.18 მილიონ აშშ დოლარამდე ამავე წლის პირველი კვარტლის 133.9 მილიონ აშშ დოლართან შედარებით. (სტატისტიკის დეპარტამენტის მიერ ივნისში გამოქვეყნებული პირველი კვარტლის მონაცემები 124.7 მილიონი აშშ დოლარი იყო, თუმცა áƒ˜áƒ’ივე პერიოდის ახალად გამოქვეყნებულ მონაცემებში მითითებულია 133.9 მილიონ აშშ დოლარი).

მეორე კვარტლის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დიდი ნაწილი არაბეთის გაერთიანებულ საამიროებზე მოდის - 73.6 მილიონი აშშ დოლარი.

პირველი კვარტლის მსგავსად, ინვესტიციების ყველაზე დიდი გადინება შეინიშნებოდა ტრანსპორტის და კომუნიკაციების სფეროში - 16.4 მილიონი აშშ დოლარი წლის მეორე კვარტალში; შემდეგ მოდის ენერგეტიკის და სოფლის მეურნეობის სფეროები - 4.8 მილიონი აშშ დოლარი და 4.4 მილიონი აშშ დოლარი, შესაბამისად.

მეორე კვარტალში ყველაზე მეტი უცხოური ინვესტიცია უძრავ ქონებაში ჩაიდო - 57.7 აშშ დოლარი. შედეგად, ამ მაჩვენებელმა 2009 წლის პირველ ნახევარში 81.3 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია. მშენებლობის სექტორმა მეორე კვარტალში 3.6 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა 2009 წლის პირველ კვარტალში არსებულ 4.3 მილიონთან შედარებით.

Civil.Ge © 2001-2024