მუხროვანის სასამართლოს მოულოდნელი განვითარება
სივილ ჯორჯია, თბილისი / 18 Sep.'09 / 19:00

მუხროვანის ამბოხის საქმის სასამართლო მოსმენა დღეს მას შემდეგ შეწყდა, რაც ხმაური მოჰყვა áƒ’ანსასჯელ ღვალაძის ”მოულოდნელ” განცხადებას მისი ადვოკატის აცილებისა და ახალი ადვოკატის აყვანის მოთხოვნასთან დაკავშირებით. ამასთან, ადვოკატმა განაცხადა, რომ მის კლიენტს áƒ¡áƒáƒ¡áƒáƒ›áƒáƒ áƒ—ლო ჩვენებაში ”სრული სიმართლე” უნდა ეთქვა.

გია ღვალაძე, რომელიც წარსულში სამართალდამცავ და თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურებში მუშაობდა, ერთ-ერთი მთავარი ფიგურაა ამ საქმეში და მის მიერ  მიცემული ჩვენება გამოძიების ადრეულ ეტაპზე და შემდგომშიც, ერთადერთი მტკიცებულებაა, რომლის საფუძველზეც 2004 წლამდე ეროვნული გვარდიის სარდალს, კობა კობალაძეს ბრალი წაუყენეს სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობრივად დამხობის მცდელობით ორგანიზებული ამბოხის დაგეგმვაში. კობალაძე უარყოფს ამ ბრალდებას და რაიმე კავშირს ამბოხების საქმესთან.

18 სექტემბერს დღის მეორე ნახევარში, როდესაც შესვენების შემდეგ სასამართლო პროცესი განახლდა, პროკურორმა რობერტ გრიგალაშვილმა ჰკითხა áƒ’ანსასჯელ ღვალაძეს, თუ როგორი იყო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, რაზეც მან უპასუხა, რომ ნორმალურად გრძნობდა თავს.  პროცესის მსვლელობისას გაირკვა, რომ შესვენების პერიოდში ღვალაძისთვის სასწრაფო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო. კობალაძის ადვოკატმა სასწრაფო დახმარების დასკვნა გამოითხოვა მოსამართლისგან, რასაც ასევე მოჰყვა áƒ’ანსასჯელ კობალაძის რეპლიკა: ”დიახაც გვაინტერესებს [დასკვნა], რადგან მე მაგის [ღვალაძის ჩვენების] გამო ვზივარ აქ”.

ამის შემდეგ პროკურორმა განაცხადა, რომ ღვალაძეს განცხადება ჰქონდა გასაკეთებელი, რასაც მოჰყვა ღვალაძის გამოსვლა, რომ ის აცილებას ითხოვდა თავის ადვოკატის ხათუნა მარკოიშვილის და მის ინტერესებს ახალი ადვოკატი დაიცავდა, რომელიც ასევე ესწრებოდა სხდომას და რომელმაც საქმის მასალების გასაცნობად დამატებითი დრო მოითხოვა. მოსამართლის კითხვაზე თუ რატომ სურდა ღვალაძეს ძველი ადვოკატის აცილება, áƒ’ანსასჯელმა თავდაპირველად ვერავითარი არგუმენტირებული პასუხი ვერ გასცა, თუმცა განმეორებით კითხვის დასმის  შემდეგ, როცა მოსამართლემ შესაძლო არგუმენტები ჩამოუთვალა, განაცხადა: ”პიროვნული უთანხმოების” გამო.

ღვალაძის ადვოკატმა ხათუნა მარკოიშვილმა სასამართლოს განუცხადა, რომ მისი აცილება ”მარტო ღვალაძის გადაწყვეტილება არ არის”. ”მე ძალიან ბევრი რამე ვიცი მის საქმეზე და არ უნდა, რომ გავამყარო მისი პოზიციები,”- აღნიშნა მან და დასძინა, რომ ”დღემდე არაჩვეულებრივი ურთიერთობა” ჰქონდა თავის კლიენტთან.

სხდომაზე დამსწრე ადვოკატებმა მოსამართლეს იმის გარკვევა თხოვეს, თუ საიდან მოვიდა ეს ახალი ადვოკატი ან ვინ აიყვანა ის ღვალაძის დამცველად. ამ განცხადებებმა დარბაზში ხმაური გამოიწვია, რომლის ფონზეც მოსამართლემ სხდომა დამთავრებულად გამოაცხადა.

პროცესის დასრულების შემდეგ ღვალაძის ოჯახის წევრები სასამართლოს ფოიეში თხოვდნენ ე.წ. ახალ ადვოკატს განმარტებას, თუ ვინ აიყვანა ის. ”მაინტერესებს ვინ გიხდის ჩემს მაგივრად ფულს?”- ეკითხებოდა ღვალაძის ოჯახის წევრი, რაზეც პასუხს ახალმა ადვოკატმა, რომელიც სასამართლოზევე გაირკვა, რომ სახაზინო წესით დანიშნული არ იყო, თავი აარიდა.

სასამართლო პროცესის შემდეგ ღვალაძის პირველმა ადვოკატმა ხათუნა მარკოიშვილმა განუცხადა Civil.ge-ს, რომ დღეს იგეგმებოდა ღვალაძეს სასამართლოსთვის მიეცა კობა კობალაძის გამამართლებელი ჩვენება, რამეთუ მის მიერ წინასწარ გამოძიებაში მიცემული ჩვენება ერთადერთი მტკიცებულებაა კობალაძის წინააღმდეგ. 

”მას უნდა ეთქვა, რომ წინასწარი გამოძიების პროცესში იძულებული იყო კობალაძის  საწინააღმდეგო ჩვენება მიეცა, რადგან ზემოქმედება იყო მასზე. ის ამ [წინასწარი გამოძიების პროცესში მიცემული] ჩვენების უარყოფას აპირებდა,”- განაცხადა ადვოკატმა, ”ასევე ბევრ სხვა რამესთან დაკავშირებითაც უნდა ეთქვა სრული  სიმართლე”.

სასამართლო პროცესის საწყის ეტაპზე კობალაძის ადვოკატებმა მოსამართლის წინაშე დააყენეს შუამდგომლობა, რათა ღვალაძეს ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩატარდებოდა იმის დასადგენად, თუ რამდენად ადეკვატურია ღვალაძე. კობალაძის ადვოკატები არგუმენტად ღვალაძის მიერ 2000 წელს გადატანილ მძიმე ტრამვებსა და გამოძიების პროცესში რამდენჯერმე შეცვლილ ჩვენებას ასახელებდნენ. მოსამართლემ მაშინ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

ადვოკატის ვარაუდით, შეიძლება ეცადონ, რომ ღვალაძე შეურაცხადად გამოაცხადონ. მისი თქმით, კლიენტთან ურთიერთობებზე დაყრდნობით შეუძლია განაცხადოს, რომ ღვალაძე ”შეურაცხადი არ არის”, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სამედიცინო დასკვნა ოფიციალურად საქმეში არ დევს.

მარკოიშვილის თქმით, საბოლოოდ არ არის გადაწყვეტილი მისი აცილების საკითხი, რომელსაც პირადად გაარკვევს თავის კლიენტთან დაგეგმილ შეხვედრაზე. მან ასევე განაცხადა, რომ ღვალაძემ დღევანდელ სასამართლო პროცესზე უთხრა, რომ მეგობარს დაურეკა და ახალი ადვოკატი მან აუყვანა. თუმცა ასეთი სატელეფონო კონტაქტი ”დაუშვებელია” მის მდგომარეობაში მყოფი ადამიანისთვის, განაცხადა მარკოიშვილმა.

მანამდე, სასამართლომ დილის პროცესზე სამი áƒ’ანსასჯელი დაკითხა - ზურაბ ჩალათაშვილი, MI-8 ვერტმფრენის პილოტი, რომელიც ალექსეევკის საჰაერო ბაზაზე მსახურობდა; დავით პეტრიაშვილი, იმავე საჰაერო ბაზის შვეულმფრენების ესკადრილიის სამხედრო მოსამსახურე და დავით სულხანიშვილი, რომელიც იმ დროს გორის პირველი ქვეითთა ბრიგადის მეთაური იყო.

სამივე áƒ’ანსასჯელს დანაშაულის დაფარვაში ედება ბრალი და სამივემ აღიარა დანაშაული. 
ზურაბ ჩალათაშვილმა უთხრა სასამართლოს, რომ 30 აპრილს ის შეხვდა ლევან ამირიძეს, თბილისის რეინჯერთა ბატალიონის მაშინდელ მეთაურს, ”პირად საკითხზე”. მისი თქმით, საუბრის დროს მათ სხვადასხვა საკითხზე და პოლიტიკაზე ისაუბრეს. განხილულ იქნა ასევე შარშანდელი აგვისტოს ომის საკითხიც ამირიძესთან, რომელიც ჩალათაშვილის დიდი ხნის ნაცნობია. რაღაც მომენტში, განაგრძო ჩალათაშვილმა, ამირიძემ ”ახსენა”, რომ ”სურვილი ქონდა დაუმორჩილებლობა გამოეცხადებინა”.  ”ეს სერიოზულად არ მივიჩნიე,” - დასძინა მან. მისი თქმით, ეს საკითხი შეხვედრაზე მეტი აღარ განხილულა.

ჩალათაშვილმა უთხრა სასამართლოს, რომ 5 მაისს ამირიძემ დაურეკა მას მობილურ ტელეფონზე, დაახლოებით, დილის 7 საათზე და ალექსეევკის საჰაერო ძალების ბაზაზე სთხოვა მისვლა. როდესაც ის, დაახლოებით, 8 საათზე მივიდა ბაზაზე, იქ განგაში იყო გამოცხადებული, განაცხადა ჩალათაშვილმა. მან უთხრა სასამართლოს, რომ იგი ისევ ელაპარაკა ამირიძეს ტელეფონით, რომლის დროსაც ამ უკანასკნელმა ”სთხოვა” მას თავისი MI-8 ვერტმფრენით მუხროვანის სამხედრო áƒœáƒáƒ¬áƒ˜áƒšáƒ˜áƒ¡ თავზე გადაეფრინა. 

”ეს სრულიად განუხორციელებელი იყო და არც გაგვიხორციელებია,” - განაცხადა ჩალათაშვილმა და დასძინა, რომ ფრენის განხორციელება რთული პროცედურაა და სარდლობისგან და ფრენების კონტროლის ცენტრისგან მთელი რიგი ნებართვებია საჭირო.

მან ასევე განაცხადა, რომ მისთვის გაუგებარია, რატომ სთხოვა ამირიძემ ვერტმფრენით მუხროვანის ბაზის თავზე გადაებრინა. ჩალათაშვილმა განაცხადა, რომ მან იმიტომ აღიარა დანაშაული, რადგანაც იცოდა, რომ ამირიძეს ”სურვილი ქონდა” დაუმორჩილებლობა გამოეცხადებინა და არ აცნობა ამის თაობაზე შესაბამის სტრუქტურებს. თუმცა, მან ისევ გაიმეორა, რომ მან სერიოზულად არ ჩათვალა ამირიძის ეს განცხადება და ეგონა, რომ ”ამირიძე ამას არ გააკეთებდა”.
 
დავით პეტრიაშვილის ჩვენება, რომელიც იმ დროს იმავე ბაზაზე მსახურობდა, ჩალათაშვილის ჩვენების ანალოგიური იყო. მან უთხრა სასამართლოს, რომ იგი თავის მეგობარს, ჩალათაშვილს ახლდა, როდესაც ეს უკანასკნელი 30 აპრილს ამირიძეს შეხვდა. თუმცა, მან ასევე განაცხადა, რომ ჩალათაშვილსა და ამირიძეს შორის საუბარს იგი არ დასწრებია და მეგობარს მანქანაში ელოდა. მისი თქმით, ჩალათაშვილმა უთხრა მას ამირიძის განცხადების შესახებ, რომ ”დაუმორჩილებლობის გამოცხადების სურვილი ჰქონდა”. მან ასევე განუცხადა სასამართლოს, რომ 5 მაისს ჩალათაშვილმა უთხრა მას ამირიძის თხოვნასთან დაკავშირებით ვერტმფრენით მუხროვანის თავზე გადაეფრინა.

დავით სულხანიშვილმა, პირველი ბრიგადის მაშინდელმა მეთაურმა, უთხრა სასამართლოს, რომ 5 მაისს დილის 6-დან 7 საათამდე იგი დიდი ხნის ნაცნობის, ლევან ამირიძის სატელეფონო ზარმა გააღვიძა. ”ის რაღაცაზე იყო გაბრაზებული და მითხრა, რომ დაუმორჩილებლობას აცხადებდა და ჩემი გვერდზე დგომის იმედი ქონდა,” - განაცხადა სულხანიშვილმა, ”მე ვუთხარი მას, თუ რატომ საუბრობდა ამაზე ტელეფონით და გავთიშე”.

მან ასევე უთხრა სასამართლოს, რომ როდესაც ის სამხედრო ნაწილში მიდიოდა, ამ სატელეფონო საუბრიდან ერთ საათში, მას სამხედრო სარდლობამ მუხროვანში მიმდინარე მოვლენების შესახებ აცნობა.

სულხანიშვილმა უთხრა სასამართლოს, რომ მან იმიტომ აღიარა დანაშაული, რომ არ აცნობა ზემდგომებს ამირიძის ზარის და მისი შინაარსის თაობაზე.

მან განაცხადა სასამართლოზე, რომ 4 მაისს თავდაცვის სამინისტროში სამხედრო მეთაურთა რეგულარული შეხვედრის შემდეგ მას ხანმოკლე საუბარი ჰქონდა მუხროვანის სამხედრო ნაწილის მაშინდელ მეთაურთან, პოლკოვნიკ გორგიაშვილთან და მესამე ქვეითთა ბრიგადის მაშინდელ მეთაურთან კახა კობაიძესთან (ორივე მათგანი დაპატიმრებულია). საუბრის დროს, განაგრძო სულხანიშვილმა, გორგიაშვილი “უკმაყოფილო” ჩანდა.

”საუბრისას გორგიაშვილმა თქვა: ’არ არის გამორიცხული ვინმემ დაუმორჩილებლობა გამოაცხადოს’ და მკითხა მე რას ვფიქრობდი ამის შესახებ. ვუპასუხე, რომ არ მგონია ამ პერიოდში ეს ვინმემ გააკეთოს-თქო,” - განაცხადა სულხანიშვილმა.

შვიდმა განსასჯელმა: კახა კობაიძემ, ზაზა მურჯიკნელმა, ირაკლი თოფურიძემ,  ბექა გრიგალაშვილმა, ბესიკ ფოცხვერაშვილმა, ირაკლი თოფურიძემ და ზაზა მურჯიკნელმა სასამართლოს განუცხადეს, რომ 18 სექტემბრის სხდომაზე ჩვენებას არ მისცემდნენ და ამას სავარაუდოდ შემდგომ სხდომებზე გააკეთებენ.

სასამართლოს მორიგი სხდომა 22 áƒ¡áƒ”ქტემბერს, დილის 11 საათზე განახლდება.

Civil.Ge © 2001-2024