ვაშაძის თქმით, ტალიავინის კომისიის დასკვნა გამოსადეგია თბილისისთვის
სივილ ჯორჯია, თბილისი / 1 Oct.'09 / 11:02

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვააძემ განაცხადა, რომ მართალია საქართველო არ ეთანხმება აგვისტოს ომის შესახებ ევროკავშირის დაფინანსებული კომისიის დასკვნის ზოგიერთ ასპექტს, დოკუმენტი მთლიანობაში გამოსადეგი იქნება საქართველოსთვის.

”მთლიანობაში, ეს მოხსენება კიდევ არა ერთხელ დაეხმარება საქართველოს თავისი პოზიციის არგუმენტაციაში,” - განუცხადა ვაშაძემ ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ს. 

თუმცა, მას ასევე აღნიშნა, რომ დასკვნა არ შეიცავს პირდაპირ არტიკულირებას რუსული სამხედრო აგრესიის შესახებ.

”ფაქტებმა, რომელიც კომისიამ ძალიან სწორად ჩამოყალიბა თავის მოხსენებაში, სამწუხაროდ ვერ მიიყვანა კომისია საბოლოო ნაბიჯამდე და ეს გასაგებია, ესეც მოხდა პოლიტკორექტურობის გამო - კომისიამ ვერ მოახერხა სამი სიტყვის არტიკულირება - რუსული სამხედრო აგრესია,” - განახცადა მან.

საქართველოს მთავრობამ განაცხადა წერილობით განცხადებაში, რომ ის არ ეთანხმება კომისიის დასკვნას იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველომ შეუსაბამო და არაპროპორციული ძალა გამოიყენა.

”ვერც ერთი დემოკრატიული ხელისუფლება áƒ•áƒ”რ გადარჩება, თუ, როდესაც უცხოური ძალები შემოვლენ მის ტერიტორიაზე, ის ვერ დაიცავს თავის მოქალაქეებს. საქართველო მოიქცა ისე, როგორც მოიქცეოდა ნებისმიერი დემოკრატიული სახელმწიფო - ეს ის ფაქტია, რომელსაც ვერ უარყოფს ვერც ერთი მიუკერძოებელი დამკვირვებელი,” - ნათქვამია განცხადებაში.

”მაშინ როცა მოხსენება აღიარებს, რომ რუსეთმა შეაიარაღა და დაეხმარა ცხინვალის და აფხაზეთის სეპარატისტებს, ის თავს არიდებს რუსეთის ფედერაციაზე áƒáƒ› ქმედებების გამო პასუხისმგებლობის დაკისრებას. მიუხედავად ამისა, არსებობს უამრავი მტკიცებულება სეპარატისტულ ხელისუფლებებზე რუსეთის პირდაპირი კონტროლის დასამტკიცებლად,” - განაცხადა საქართველოს მთავრობამ.

საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილმა განუცხადა ტელეკომპანია ”კავკასიას”, რომ მოხსენება ”მთლიანობაში პოზიტიურად უნდა ჩაითვალოს საქართველოსთვის” განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ კომისიაში მომუშავე რამოდენიმე ექსპერტი, მისი თქმით, საქართველოს წინააღმდეგ მიკერძოებული იყო. წლის დასაწყისში იაკობაშვილმა ეჭვქვეშ დააყენა მისიის რამოდენიმე ექსპერტის სანდოობა.   

Civil.Ge © 2001-2024